შოთა არველაძე, გალათასარაი
Aa
Aa

არველაძის დებიუტი - კარაგიუმრუკი გალათასარაისთან დამარცხდა

თურქეთის სუპერლიგის „კარაგიუმრუკში“ შოთა არველაძის დებიუტი შედგა.

ქართველი მთავარი მწვრთნელი თავის გუნდთან ერთად სტუმრად „გალათასარაის“ დაუპირისპირდა და მრისხანე მეტოქესთან 0:1 დამარცხდა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-40 წუთზე აკტურკოღლუმ გაიტანა.

არველაძის გუნდმა 4-3-3 სქემით ითამაშა და რამდენიმე მომენტიც შექმნა, კარში 3-ჯერ დაარტყეს, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლეს.

„გალათასარაი“ 16 ტურის შემდეგ 43 ქულით ჩემპიონატს „ფენერბახჩესთან“ ერთად ლიდერობს. არველაძის გუნდი კი 17 ქულით მე-14 ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა წლებში შოთა არველაძე თურქული „კაიზერსპორის“, „კაზიმფაშას“, „ტრაბზონსპორის“, თელ-ავივის „მაკაბის“ და ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარი მწვრთნელი იყო, ბოლოს კი ინგლისურ „ჰალ სიტიში“ მუშაობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ავთანდილ ასათიანი: მოგება არ გვიხარია, რადგან საგზური წაგვართვეს
ავთანდილ ასათიანი: მოგება არ გვიხარია, რადგან საგზური წაგვართვეს