ინტერმა იუვენტუსს აჯობა - მაროტა მამარდაშვილის ტრანსფერს გეგმავს
იტალიური Calciomercato გიორგი მამარდაშვილის შესაძლო ტრანსფერზე წერს და აღნიშნავს, რომ „ინტერი“ მისთვის ბრძოლაში დაწინაურდა.
„ინტერისა და იუვენტუსის დაპირისპირება მხოლოდ საფეხბურთო მოედნით არ შემოიფარგლება. კრისტიანო ჯუნტოლი და ბეპე მაროტა სატრანსფერო ბაზარზე იბრძვიან და ცდილობენ თავიანთი გუნდები გააძლიერონ.
ამჯერად საუბარია ფეხბურთელზე, რომელმაც ლა ლიგის გასულ სეზონში ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მიუხედავად იმისა, რომ მის გუნდს რთული წელი ჰქონდა. გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ვალენსიას კარს იცავს. თუ, გასულ ზაფხულს მისი ვალენსიაში დარჩენა საეჭვოდ მოჩანდა, ამჯერად ღამურებს მისი შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებათ.
როგორც todofichajes.com იტყობინება, ინტერი იმ გუნდებს შორის არის, რომლებიც მის მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ. მილანელები მზად არიან მამარდაშვილის სანაცვლოდ დიდი ინვესტიცია განახორციელონ, რომელიც იან სომერს შეცვლის. როგორც ჩანს, ნერაძურიმ უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და მათ მოიგეს კონკურენცია იუვენტუსთან, ასევე პრემიერ ლიგის კლუბებთან.
ბეპე მაროტა მზადაა მამარდაშვილის სანაცვლოდ 35 მილიონი გადაიხადოს. ვალენსიას კი 60 უნდა.
სომერმა ამ სეზონში დიდებული თამაში აჩვენა, მიუხედავად ამისა ზაფხულში ინტერმა შესაძლოა 2000 წელს დაბადებული მამარდაშვილი მაინც შეიძინოს და გუნდმა ორივე კიპერი იყოლიოს. სომერი უკვე 35 წლის არის და ინტერი მის შემცვლელზე ფიქრობს“.
- წერს იტალიური გამოცემა.