საქართველოს ფუტსალის ნაკრები
Aa
Aa

ისტორიული გამარჯვება - საქართველომ დაუმარცხებელი პორტუგალია დაამარცხა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ელიტ რაუნდში დასკვნითი შეხვედრა შინ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან პორტუგალიის ნაკრებთან გამართა და...

პირველი ტაიმი თანაბარი და დაძაბული გამოდგა. მომენტები ორივე გუნდმა მრავლად შექმნა, თუმცა გატანა ვერცერთმა შეძლო.

მეორე ტაიმი პორტუგალიელებმა მძლავრად დაიწყეს და საწყის წუთებში მოპოვებული უპირატესობა გოლად აქციეს.

Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ამის შემდეგ, ავთანდილ ასათიანის გუნდი გააქტიურდა და თამაშის გათანაბრება შეძლო. მომენტებიც შეიქმნა, რასაც 33-ე წუთზე ჩიმაკაძის პასი და ჩიმბას გოლი მოჰყვა.

      Video Player is loading.
      Advertisement
      Current Time 0:00
      Duration -:-
      Loaded: 0%
      Stream Type LIVE
      Remaining Time 0:00
      1x
        • Chapters
        • descriptions off, selected
        • subtitles off, selected

          შეხვედრა კიდევ უფრო დაიძაბა. საბოლოოდ კი მატჩის დასრულებამდე 1 წუთით და 15 წამით ადრე ღავთაძემ საქართველოსთვის გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა და ისტორიული გამარჯვება გააფორმებინა.

          Video Player is loading.
          Advertisement
          Current Time 0:00
          Duration -:-
          Loaded: 0%
          Stream Type LIVE
          Remaining Time 0:00
          1x
            • Chapters
            • descriptions off, selected
            • subtitles off, selected

              თავად დაასკვენით - პორტუგალია მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მოქმედი გამარჯვებულია. მათ 42 ოფიციალური მატჩია არ წაუგიათ. ბოლოს 2016 წელს დამარცხდნენ. ეს დაუმარცხებელი სერია კი თბილისში დაასრულეს.

              შეგახსენებთ, რომ ჯგუფის პირველადგილოსანი მსოფლიო ჩემპიონატზე პირდაპირ გადის. მეორეადგილოსანი კი პლეი-ოფიდან შანსს იღებს.

              როგორც მოგეხსენებათ, უეფამ საქართველოს ფუტსალის ნაკრები დასაჯა. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ საქართველოს ნაკრებს პორტუგალიასთან და ფინეთთან ორივე მატჩში ტექნიკური წაგება ჩაუთვალა, რომელიც ავტომატურად 0:5 მარცხს ითვალისწინებს, ამის მიზეზად კი ნატურალიზებულ მოთამაშეთა წესის დარღვევა დაასახელა.

              საგულისხმოა, რომ ამავე წესის დარღვევა უეფამ სომხეთის ნაკრების მიმართაც გამოავლინა და ჩვენს მსგავსად, მათაც ფინეთის ნაკრებთან 0:5 მარცხი ჩაუწერა. ამ ყველაფერმა კი ფინეთს მეორე ადგილზე გადასვლის საშუალება მისცა და პლეი-ოფს სწორედ ისინი ითამაშებენ. აქამდე მეორე პოზიციაზე საქართველოს ნაკრები იმყოფებოდა.

              მსგავსი სიახლეები

              ცხელი ამბები
              ასევე დაგაინტერესებთ
              „ასე უნდა გააგრძელოს და დროს აუცილებლად მიიღებს“ - დი ფრანჩესკო კვერნაძეზე
              „ასე უნდა გააგრძელოს და დროს აუცილებლად მიიღებს“ - დი ფრანჩესკო კვერნაძეზე