ხვიჩა კვარაცხელია, ლაუტარო მარტინესი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

Transfermarkt-მა ფასები განაახლა | ხვიჩასა და ოსიმენის ღირებულებამ დაიკლო

ავტორიტეტულმა სამენეჯერო სააგენტომ, Transfermarkt-მა სერია A-ში მოასპარეზე ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასები განაახლა. „ნაპოლის“ ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას ღირებულებამ 5 მილიონი ევროთი დაიკლო. „კვარა“ 85 მილიონი ღირდა, ახლა მისი ფასი 80 მილიონია.

დეკემბრის განახლების შემდეგ, შეიცვალა სერია A-ს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის ვინაობა. აქამდე, პირველ ადგილს ხვიჩას თანაგუნდელი, ვიქტორ ოსიმენი იკავებდა. ნიგერიელის ფასი 120 მილიონიდან 110-მდე დაეცა და მას ლაუტარო მარტინესმა გადაუსწრო.

გეტყვით იმასაც, რომ „კვარა“ სერია A-ს მეოთხე ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა. მასზე წინ რაფაელ ლეაუ, ვიქტორ ოსიმენი და ლაუტარო მარტინესი იმყოფებიან, ხუთეულს კი ნიკოლო ბარელა ასრულებს - 75 მილიონი.

სერია A-ში მოთამაშე სხვა ქართველებს რაც შეეხებათ, საბა საზონოვის ფასი უცვლელი დარჩა. „ტორინოს“ უკანახაზელი ახლაც 3 მილიონ ევროდაა შეფასებული. ოდნავ მოიმატა გიორგი კვერნაძის ფასმა. „ფროზინონეს“ ახალგაზრდას ღირებულება 500 000 ევროდან, 800 000 ევრომდე ავიდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ასე უნდა გააგრძელოს და დროს აუცილებლად მიიღებს“ - დი ფრანჩესკო კვერნაძეზე
„ასე უნდა გააგრძელოს და დროს აუცილებლად მიიღებს“ - დი ფრანჩესკო კვერნაძეზე