ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე, ლაშა გუჯეჯიანი
Aa
Aa

IJF Awards 2023 | ქართველი ძიუდოისტები საუკეთესოს წოდებისთვის იბრძვიან

მსოფლიო ძიუდოს მმართველი ორგანო პორტალ Awards.ijf.org-ზე 2023 წლის საუკეთესოებს ავლენს, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრების წარმომადგენლებიც იღებენ.

2023 წლის საუკეთესო მამაკაცი ძიუდოისტის ნომინაციაზე ორი ქართველი ფალავანი არის წარდგენილი: ლუკა მაისურაძე, რომელიც 90 კგ. წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. საგულისხმოა, რომ მაისურაძემ ფინალში თანამემამულე მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური დაამარცხა. მეორე ძიუდოისტი კი -81 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილია, რომელიც 2023 წელს კარიერაში მეორე გახდა მსოფლიო ჩემპიონი. ქართველი ფალავნებს კონკურენციას არანაკლები სახელის მქონე ძიუდოისტები უწევენ - იაპონელი ჰიფუმი აბე, რომელიც წელს კარიერაში მეოთხედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი; ესპანელი მსოფლიო ჩემპიონი, ფრან ჟარიგოსი და ნილს სტამპი, რომელიც შვეიცარიის ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

კიდევ ერთი ნომინაცია, რომელშიც საქართველო საუკეთესოობისთვის იბრძოლებს, 2023 წლის საუკეთესო სამწვრთნელო გუნდის წოდებაა. საქართველოს ნაკრებმა, ლაშა გუჯეჯიანის და ლომერ ჟორჟოლიანის ხელმძღვანელობით, ისტორიაში პირველად მოახერხა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ქართული დუელის შეთავაზება. როგორც ზემოთ ვახსენეთ, -90 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში ერთმანეთს ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე შეხვდნენ. ქართველმა ძიუდოისტებმა იგივე შედეგი რამდენიმე თვეში, უნგრეთის მასტერსზე გაიმეორეს, რომელშიც ამჯერად გამარჯვება ლაშა ბექაურს დარჩა.

გულშემატკივარს ხმის მიცემა ამ ბმულის მეშვეობით შეუძლია - მიეცი ხმა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ თითო გულშემატკივარს ხმის მიცემა 24 საათში ერთხელ შეუძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისტორიული შედეგი - ძიუდოისტთა ნაკრებმა 2023 წელს ყველა ქვეყანას აჯობა!
ისტორიული შედეგი - ძიუდოისტთა ნაკრებმა 2023 წელს ყველა ქვეყანას აჯობა!