ახალი პრობლემა ბარსელონაში | პედრიმ ტრავმა მიიღო
კატალონიის „ბარსელონას“ პრობლემები არ ელევა. ავტორიტეტული ესპანური გამოცემის, AS-ის ინფორმაციით, „ბლაუგრანას“ ნახევარმცველმა, პედრიმ ტრავმა მიიღო და დაახლოებით 2-3 კვირის გამოტოვება მოუწევს.
„ბარსას“ ერთ-ერთი ვარჯიშისას, 21 წლის ფეხბურთელს მარჯვენა ფეხში ჩაარტყეს და მან დისკომფორტი იგრძნო. პედრის ტესტები ჩაუტარდა და გაირკვა, რომ დიდხნიანი პაუზის აღება არ მოუწევს. AS-ის ცნობით, იგი იანვარში დაბრუნდება.
პედრი ლა ლიგის შეხვედრას გამოტოვებს, რომელსაც „ბარსელონა“ „ალმერიას“ წინააღმდეგ გამართავს. ასევე, იუქმებს ამხანაგურ მატჩში, რომელშიც „ბლაუგრანას“ მეტოქე მექსიკური „ამერიკა“ იქნება და მათი თამაში 22 დეკემბერს, დალასში გაიმართება. კატალონიელებს 2024 წლის პირველი შეხვედრა 4 იანვარს, „ლას-პალმასის“ წინააღმდეგ ელით და ამ მატჩში პედრის თამაში საეჭვოა.
ცნობისთვის, „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ მეტოქე გახლავთ. „ბლაუგრანა“ პირველ შეხვედრას სტუმრად, 22 თებერვალს გამართავს.