ცუდი ამბავი ბრაზილიის ნაკრებისთვის | ნეიმარი კოპა ამერიკას გამოტოვებს
უცხოურ პრესაში ბრაზილიის ნაკრების გულშემატკივრებისთვის ცუდი ამბავი გავრცელდა. „სელესაოს“ ექიმმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ნეიმარი, რომელმაც მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, კოპა ამერიკას გამოტოვებს.
???????????? Neymar Jr will be OUT of the Copa América 2024, confirms Brazil doctor Lasmar.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) December 20, 2023
“It’s too early, there's no point skipping steps to recover. Our expectation is that he will be prepared to return at the start of the 2024 European calendar, which is August”, told Rádio 98. pic.twitter.com/DWGwBehzYR
„საკმარისი დრო არაა და არასაჭირო რისკების გაღებასა და სარეაბილიტაციო ეტაპების გამოტოვებას, რათა ვადაზე ადრე გამოჯანმრთელდეს, აზრი არ აქვს. ვვარაუდობთ, რომ 2024 წლის ევროპული სეზონისთვის, რომელიც აგვისტოში იწყება, მზად იქნება.
აუცილებელია, მოთმინება გამოვიჩინოთ და შესაფერისი დრო არაა იმაზე სასაუბროდ, რომ სარეაბილიტაციო პერიოდი 9 თვეზე ნაკლებს გაგრძელდება. ნეიმარის ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანია იმხელა პაუზა აიღოს, რამდენიც საჭიროა და მყესები ბოლომდე აღიდგინოს“, - განაცხადა ექიმმა ლასმარმა.
შეგახსენებთ, რომ „ალ-ჰილალის’’ ფეხბურთელმა ტრავმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, ურუგვაისთან მატჩში მიიღო. ნეიმარი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა ცრემლები ვერ შეიკავა.