გიორგი კვერნაძე, ფროზინონე, ეუსებიო დი ფრანჩესკო
Aa
Aa

„ასე უნდა გააგრძელოს და დროს აუცილებლად მიიღებს“ - დი ფრანჩესკო კვერნაძეზე

კოპა იტალიაზე, „ნაპოლისთან“ შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ, „ფროზინონეს“ მთავარმა მწვრთნელმა, ეუსებიო დი ფრანჩესკომ გიორგი კვერნაძის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი თამაშით კმაყოფილია. იტალიელმა სპეციალისტი 20 წლის ფეხბურთელის მომავალსაც შეეხო.

რა თქვა დი ფრანჩესკომ:

ვინ თქვა, რომ ის კლუბს დატოვებს? ამ მომენტისთვის არაფერი ვიცი და მსგავსი რამ არავის უთქვამს. ის ახლა ზრდის თვალსაზრისით მნიშვნელოვან გზას გადის, კარგად ვარჯიშობს და მისი პროგრესით კმაყოფილი ვარ. მან უნდა იფიქროს სწორად მუშაობაზე, ისე, როგორც ახლა აკეთებს და დარწმუნებული ვარ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში გუნდში თავის ადგილს იპოვის. დღეს იმის გამო შევცვალე, რომ ყვითელი ბარათი ჰქონდა, მაგრამ მისი თამაშით კმაყოფილი ვარ.

შეგახსენებთ, რომ „ფროზინონემ“ იტალიის თასის 1/8 ფინალში „ნაპოლი“ სტუმრად 0:4 გაანადგურა, გიორგი კვერნაძემ კი სტუმართა შემადგენლობაში სასტარტო შემადგენლობიდან ითამაშა, მეორე ტაიმის სტარტზე კი დი ფრანჩესკომ ქართველი შემტევი მოედნიდან გაიყვანა. 1/4 ფინალში „ფროზინონეს“ მეტოქე „იუვენტუსსა“ და „სალერნიტანას“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2023 წლის ტოპ 100 ფეხბურთელი | რომელზეა კვარა FourFourTwo-ს რეიტინგში
2023 წლის ტოპ 100 ფეხბურთელი | რომელზეა კვარა FourFourTwo-ს რეიტინგში