დაბრუნებაც ასეთი უნდა! | ჯას Game Winner-ი საფინალო სირენასთან ერთად
„მემფის გრიზლისის“ კალათბურთელი, ჯა მორანტი დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნდა და „ნიუ ორლეან პელიკანსის“ წინააღმდეგ იასპარეზა. ჯამ ფენომენალური თამაში აჩვენა და საფინალო სირენასთან ერთად, გამარჯვების მომტანი ორქულიანი ჩააგდო.
მორანტმა პარკეტზე 34 წუთი გაატარა და საკუთარი გუნდის რიგებში საუკეთესო იყო. ჯამ მატჩი 34 ქულით, 6 მოხსნით, 8 შედეგიანი გადაცემით, 2 ჩაჭრითა და 1 დაფარებით დაასრულა. მეორე მეოთხედში, მისი გუნდი 24 ქულით მარცხდებოდა, მაგრამ ბოლომდე იბრძოლა და 115:113 იმარჯვა.
JA MORANT CAPS THE @memgrizz 24-POINT COMEBACK WITH THE #TISSOTBUZZERBEATER!
— NBA (@NBA) December 20, 2023
34 points for Ja in the thrilling W.#TimeDefinesGreatness pic.twitter.com/qa3tEPQwry
მორანტის გარდა, 24 ქულით ჯარენ ჯექსონ ჯუნიორი გამოირჩა, დესმონდ ბეინს კი 21 ქულა ჰქონდა. „პელიკანსის“ მხრიდან საუკეთესო ბრენდონ ინგრემი იყო - 34 ქულა, 6 შედეგიანი გადაცემა. იონას ვალანჩუნასმა 22 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა, სი ჯეი მაკკოლუმმა - 18 ქულა, 6 მოხსნა.
შეგახსენებთ, რომ მორანტის დისკვალიფიკაცია სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოს უკავშირდება, რომელშიც ჯას ცეცხლსასროლი იარაღი უჭირავს. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მორანტი კამერების წინ ცეცხლსასროლი იარაღით ჩნდება და NBA-იმ მას 25-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა.