ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

2023 წლის ტოპ 100 ფეხბურთელი | რომელზეა კვარა FourFourTwo-ს რეიტინგში

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა ჟურნალმა, FourFourTwo-მ 2023 წლის ტოპ 100 ფეხბურთელი დაასახელა. FourFourTwo-ს რჩეულთა შორის „ნაპოლის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა და ბრიტანულმა გამოცემამ „კვარა“ 25-ე ადგილზე გაიყვანა.

„18 თვის წინ, მისი სახელი არავინ იცოდა. ახლა, კვარადონას სამხრეთ იტალიაში საკულტო გმირის სტატუსი აქვს და ყველა ევროპული გრანდი აკვირდება. ხვიჩა კვარაცხელია გასული სეზონის გარღვევის მომხდენი ვარსკვლავი გახდა, ნაპოლის სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა და იტალიურ ფეხბურთში დიდ წარმატებას სწრაფად მიაღწია.

კვარაცხელია ძლიერი და ზუსტია, მისი თამაში კი ამაღელვებელი სანახავია. ქართველმა ფეხბურთელმა გუნდიდან წასული მერტენსისა და ინსინიეს როლები მოირგო და სტადიო მარადონა ქვეყნის მთავარ სტადიონებს შორის კიდევ ერთხელ დააბრუნა. ახლა საინტერესოა, მისი შემდეგი ნაბიჯი როგორი იქნება“, - წერს FourFourTwo.

ცნობისთვის, ხვიჩაზე წინ მარტინ ოდეგორი (24), ედერსონი (23), ბრუნო გიმარაეში (22), ალისონი (21), დეკლან რაისი (20), რაფაელ ლეაუ (19), ჯონ სტოუნსი (18), ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (17), ვილიამ სალიბა (16), ილქაი გიუნდოგანი (15), ვიქტორ ოსიმენი (14), კევინ დე ბრუინი (13), ჯამალ მუსიალა (12), ბუკაიო საკა (11), ვინისიუს ჟუნიორი (10), ანტუან გრიზმანი (9), მოჰამედ სალაჰი (8), ბერნარდუ სილვა (7), ლიონელ მესი (6), როდრი (5), კილიან მბაპე (4), ჰარი კეინი (3), ჯიუდ ბელინგემი (2) და ერლინგ ჰოლანდი (1) იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდას მე-6 მშრალი მატჩი - ვალენსიამ რაიო ვალეკანო დაამარცხა
მამარდას მე-6 მშრალი მატჩი - ვალენსიამ რაიო ვალეკანო დაამარცხა