სანდრო მამუკელაშვილი, დემიენ ლილარდი, იანის ანტეტოკოუნმპო, ბობი პორტისი, კელდონ ჯონსონი, დევინ ვესელი
Aa
Aa

ლილარდსა და იანისს დაუფარა | მამუკელაშვილის სან ანტონიო მილუოკისთან დამარცხდა

სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსი“ ქართველი კალათბურთელის ყოფილ გუნდს, „მილუოკი ბაქსს“ დაუპირისპირდა. გრეგ პოპოვიჩის ბიჭებმა ჩემპიონობის ერთ-ერთი ფავორიტის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყვეს და 119:132 დამარცხდნენ.

„მამუმ“ მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და პარკეტზე 15 წუთი და 12 წამი გაატარა. სანდრო პროდუქტიული იყო და შეხვედრა 3 ქულით, 8 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 2 დაფარებით დაასრულა. მამუკელაშვილმა 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 2 დაკარგვა ჰქონდა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ „მამუმ“ ორი დაფარება „მილუოკის“ ლიდერების, იანის ანტეტოკოუნმპოსა და დემიენ ლილარდის წინააღმდეგ მიითვალა. პირველი ტაიმის მიწურულს, სანდრომ „გრიკ ფრიკს“ არ ჩააგდებინა. თავდაპირველად, მსაჯებმა მასზე ჯარიმა დააფიქსირეს, თუმცა, შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალეს და მამუკელაშვილსა და ანტეტოკოუნმპოს შორის სადავო ბურთი ააგდეს. მეორე დაფარებას რაც შეეხება, „მამუმ“ ლილარდის წინააღმდეგ კარგად ითამაშა და „დეიმ დოლას“ მარტივი ორი ქულის აღების საშუალება არ მისცა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე სწორედ ლილარდი გახდა, რომელმაც მატჩი 40 ქულით დაასრულა და 7 სამქულიანი ჩააგდო. იანისმა სამმაგი დუბლი გაიფორმა - 11 ქულა, 14 მოხსნა, 16 შედეგიანი გადაცემა. ბობი პორტისმა 23 ქულა და 10 მოხსნა გააკეთა. „სან ანტონიოს“ მაისურით ყველაზე მეტი, 28 ქულა კელდონ ჯონსონმა ჩააგდო. ზაკ კოლინსმა 22 ქულა გააკეთა, დევინ ვესელმა - 17.

ცნობისთვის, „სან ანტონიოს“ 4 მოგება და 22 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციის ბოლო ადგილს იკავებს. სანდროს გუნდის მომდევნო მეტოქე „ჩიკაგო ბულსია“, რომელსაც 22 დეკემბერს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდას მე-6 მშრალი მატჩი - ვალენსიამ რაიო ვალეკანო დაამარცხა
მამარდას მე-6 მშრალი მატჩი - ვალენსიამ რაიო ვალეკანო დაამარცხა