ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი კვერნაძე, ფროზინონე
Aa
Aa

სენსაცია მარადონაზე - ფროზინონემ ნაპოლი გაანადგურა და თასიდან გამოთიშა

იტალიის თასის მერვედფინალში „ნაპოლი'' შინ „ფროზინონესთან'' 0:4 განადგურდა და იტალიის თასს დაემშვიდობა.

„ფროზინონეს'' სასტარტოში გიორგი კვერნაძემ ითამაშა, დი ფრანჩესკომ უჩვეულო პოზიციაზე, მარჯვენა „ლატერალად'' გაამწესა. პირველი ტაიმის პირველ დამატებულ წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ამის გამო მწვრთნელმა შესვენებისას შეცვალა, მეორე ტაიმში აღარ ათამაშა.

ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე იჯდა, ოსიმენთან ერთად 64-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, როცა ანგარიში 0:0 იყო. 83-ე წუთზე ქართველი ფეხბურთელი პენალტის დანიშვნას ითხოვდა, კონტაქტი ნამდვილად იყო, თუმცა მსაჯმა პენალტის დანიშვნისთვის საკმარისი საფუძველი ვერ დაინახა. 

ხვიჩა „ფროზინონეს“ წინააღმდეგ

ასევე უნდა ითქვას, რომ სტუმართა მეოთხე გოლისას კონტრშეტევა ხვიჩა კვარაცხელიას არაზუსტი გადაცემის შემდეგ განვითარდა. ხვიჩას და მის თანაგუნდელებს კარგი მატჩი არ ჰქონიათ. ამ სეზონში „ნაპოლისთვის'' დამახასიათებელი არასტაბილურობა გრძელდება.

„ფროზინონეს'' გოლები

„ნაპოლი'' შემდეგ მატჩს სერია ა-ს მე-17 ტურში „რომასთან'' „სტადიო ოლიმპიკოზე'' ჩაატარებს (23 დეკემბერი, 23:45).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები