ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდას მე-6 მშრალი მატჩი - ვალენსიამ რაიო ვალეკანო დაამარცხა

ლა ლიგის მე-18 ტურში „რაიო ვალეკანო'' შინ „ვალენსიასთან'' 0:1 დამარცხდა. რუბენ ბარახას გაწვრთნილმა გუნდმა ამ სეზონში ლა ლიგის 18 მატჩიდან 6 მოიგო, 5 ფრედ დაასრულა, შვიდ შეხვედრაში დამარცხდა. ამ მომენტისთვის 23 ქულით მე-10 ადგილზეა.

გამარჯვების გოლი 61-ე წუთზე სტუმართა შემტევმა სერხი კანოსმა გაიტანა. 89-ე წუთზე „ვალენსია'' რიცხვობრივ უმცირესობაში აღმოჩნდა, არბიტრმა ტიერი კორეია მოედნიდან გააძევა.

ტრადიციულად, „ღამურების'' სასტარტოში გიორგი მამარდაშვილმა ითამაშა. ქართველი მეკარე კვლავ საიმედო და დამაჯერებელი იყო, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ შეხვედრაში მამარდაშვილის კართან განსაკუთრებული ხიფათი არ შექმნილა.

 

23 წლის ქართველმა მეკარემ მიმდინარე სეზონში ლა ლიგის ყველა ტურში სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა. 18 მატჩიდან კარი მშრალად ექვს შეხვედრაში შეინახა. ამ სტატისტიკით ლა ლიგაში მხოლოდ სამ მეკარეს ჩამორჩება. უნაი სიმონმა, დავიდ სორიამ და სტოლე დიმიტრევსკიმ კარი მშრალად შვიდ შეხვედრაში შეინახეს.

რაც შეეხება მის ესპანურ კარიერას, ლა ლიგის, ესპანეთის თასისა და სუპერთასის ჩათვლით „ვალენსიას'' რიგებში 81 შეხვედრა ჩაატარა და 81-დან 24 მატჩში გოლი არ გაუშვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები