ბრაის მიტჩელი, ჯოშ ემეტი
Aa
Aa

„ალბათ მომკლავდა“ | ბრაის მიტჩელმა ჯოშ ემეტს მადლობა გადაუხადა

UFC 296-ზე, ჯოშ ემეტმა ბრწყინვალე გამარჯვება იზეიმა და ბრაის მიტჩელი ბრუტალური ნოკაუტით დაამარცხა. ემეტთან წაგების შემდეგ, მიტჩელმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა და ყოფილ მეტოქეს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, ყველას გაცნობოთ, რომ ჯოშ ემეტის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. მას შემდეგ, რაც დამანოკაუტა, შეეძლო, რამდენჯერმე ძლიერად დაერტყა და ალბათ, მომკლავდა, მაგრამ მსგავსი არაფერი გაუკეთებია. ნოკაუტით კმაყოფილი დარჩა, გაჩერდა და თავისი კუთხისკენ გაემართა. ამის გამო მისი მადლიერი ვარ და ეს მთელი ცხოვრება დამამახსოვრდება. ჯოშ, მადლობა, რომ ზედმეტი ზიანი არ მომაყენე“, - განაცხადა მიტჩელმა.

ბრაისის სიტყვებს ემეტი გამოეხმაურა და განაცხადა: „ეს პირველად არ მომხდარა და ვხვდები, როცა ჩემი მეტოქეები დანოკაუტებული არიან. ბრაისს ზედმეტ ზიანს ნამდვილად არ მივაყენებდი. გამარჯვება აღვნიშნე და მას გამოვეცალე. არიან მებრძოლები, რომლებიც მეტოქეს მანამ ურტყამენ, სანამ მსაჯი არ გააჩერებთ, მაგრამ როცა ჩემნაირ ძლიერ დარტყმას ოპონენტს ახვედრებ, შეტევის გაგრძელება საჭირო არაა“.

ცნობისთვის, ემეტს გიგა ჭიკაძის წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა, მაგრამ „ნინძამ“ ტრავმა მიიღო და ოქტაგონზე გასვლაზე უარის თქმა მოუწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ოსიმენი ჩემპიონია, კვარაც არ უნდა დაგვავიწყდეს“ | ბლანი ბარსელონა-ნაპოლიზე
„ოსიმენი ჩემპიონია, კვარაც არ უნდა დაგვავიწყდეს“ | ბლანი ბარსელონა-ნაპოლიზე