ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები | რომელ ადგილზეა კვარას ნაპოლი Goal-ის რეიტინგში
ცნობილმა სპორტულმა გამოცემამ, Goal-მა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრის შემდეგ, ტურნირის ფავორიტების რეიტინგი განაახლა. Goal-ის მიხედვით, ჩემპიონთა ლიგის მოგების ყველაზე კარგი შანსი „მანჩესტერ სიტის“ აქვს, რომელიც მერვედფინალში „კოპენჰაგენს“ ხვდება, მეორე და მესამე ადგილებს კი „ბაიერნი“ და „რეალი“ იკავებენ.
ხუთეულში გერმანიის კიდევ ერთ წარმომადგენელს ვხედავთ და „დორტმუნდი“ მეოთხე პოზიციაზეა. „შავ-ყვითლებს“ „არსენალი“ და „სოსიედადი“ მოჰყვებიან, ხოლო „პარი სენ-ჟერმენი“ მეშვიდე გახლავთ. „ინტერი“ მერვეზეა, „ატლეტიკო“ - მეცხრეზე.
Goal-ის რეიტინგში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ მე-11 ადგილზეა გამწესებული, მისი მომდევნო მეტოქე, „ბარსელონა“ კი მე-10 გახლავთ. დავით ხოჭოლავას კოპენჰაგენი მე-15 ნომერია, ხოლო „ლაციო“ არის გუნდი, რომელსაც Goal-ის მიხედვით ტურნირის მოგების ყველაზე მცირე შანსი აქვს.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ პირველ შეხვედრას საკუთარ კედლებში გამართავს და „ბლაუგრანას“ 21 თებერვალს, თბილისის დროით, 23:59-ზე დაუპირისპირდება.