ხავიერ ძანეტი
Aa
Aa

აკრედიტაცია დაავიწყდა | ძანეტის ჩემპიონთა ლიგის წილისყრაზე არ უშვებდნენ

გუშინ, ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომელსაც კლუბების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ერთ-ერთი მათგანი, „ინტერის“ ვიცე-პრეზიდენტი, ხავიერ ძანეტი უცნაურ მდგომარეობაში აღმოჩნდა და კინაღამ ცერემონია გამოტოვა.

წილისყრის დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელებში ვიდეო გავრცელდა, რომელზეც ჩანს, რომ ძანეტის აკრედიტაცია დაავიწყდა და დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა ოთახში, სადაც წილისყრა ტარდებოდა, არ შეუშვა. 50 წლის არგენტინელმა დაცვის სამსახურის წარმომადგენელს უთხრა, რომ „ინტერის“ ვიცე-პრეზიდენტი იყო, მაგრამ ამან არ გაამართლა.

სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც საქმეში უეფას ოფიციალური პირი ჩაერთო. მან დაცვის სამსახურის წარმომადგენელს უთხრა, ძანეტი წილისყრის ოთახში შეეშვა და „ინტერის“ ხელმძღვანელს ცერემონიაზე არ დაუგვიანებია.

ცნობისთვის, მერვედფინალში, „ნერაძური“ „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება და პირველ შეხვედრას საკუთარ კედლებში გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვოლკი ბრწყინვალე მებრძოლია, მაგრამ ჩემთვის მზად არაა“ | თოფურია Marca-ს გარეკანზე
„ვოლკი ბრწყინვალე მებრძოლია, მაგრამ ჩემთვის მზად არაა“ | თოფურია Marca-ს გარეკანზე