ოთარ კიტეიშვილი, ვლადიმირ ვაისი
Aa
Aa

„კიტეიშვილი შესანიშნავი ფეხბურთელია“ | ვაისმა შტურმზე ისაუბრა

„სლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა კონფერენს ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები შეაფასა. საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცის გუნდი „შტურმს“ დაუპირისპირდა და ვაისმა ოთარ კიტეიშვილი შეაქო.

„პირადად მე, აიაქსთან შეხვედრა მინდოდა, რადგან ასეთ დიდ კლუბთან თამაში დაუვიწყარი გამოცდილება იქნებოდა, მაგრამ შტურმსაც კარგი გუნდი ჰყავს. მათ რიგებში ჩემი ყოფილი შეგირდი, ოთარ კიტეიშვილი თამაშობს, რომელიც შესანიშნავი ფეხბურთელია.

შტურმს ხარისხიანი გუნდი ჰყავს. ავსტრიელთა რიგებში ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავები არ თამაშობენ, მაგრამ როცა მხოლოდ ზალცბურგს ჩამორჩები, რაღაცას სწორად აკეთებ და რაღაც ნამდვილად იცი. მეტოქეს შევისწავლით და მომდევნო ეტაპის საგზურისთვის ვიბრძოლებთ. ვფიქრობ, კარგად ვითამაშებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა კონფერენს ლიგაზე ასპარეზობა გავაგრძელოთ“.

შეგახსენებთ, რომ „სლოვანისა“ და „შტურმის“ პირველი შეხვედრა 15 თებერვალს გაიმართება, განმეორებით მატჩს კი 22 თებერვალს ვიხილავთ. „აიაქსს“ რაც შეეხება, გიორგი მიქაუტაძის გუნდის მეტოქე ნორვეგიული „ბოდო გლიმტი“ გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლა ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა“ | AS-მა გიორგი მამარდაშვილზე დაწერა
„ლა ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა“ | AS-მა გიორგი მამარდაშვილზე დაწერა