ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„საგოლე ტყუპები“, რომლებსაც ნაპოლის ბედის შეცვლა შეუძლიათ“ - Daily Mail-ი კვარა-ოსიმენზე

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი თავის ვებგვერდზე სერია A-დან გასული უქმეების ათ საუკეთესო ეპიზოდზე წერს, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შედეგიანი თამაშიც არის გამოყოფილი.

რა წერია სტატიაში:

ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია ერთადერთი ფეხბურთელები არიან, რომლებსაც მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ ბედის შეცვლა შეუძლიათ. „საგოლე ტყუპებმა“ „კალიარის“ წინააღმდეგ თავის გუნდს სამი ქულა მოუტანეს.

ოსიმენმა, როგორც სტრატოსფეროს მოთამაშემ „კალიარის“ ოთხი მცველის წინააღმდეგ საოცარი მოქმედება შემოგვთავაზა და ბრწყინვალე ასისტი შეასრულა. ის არის საუკეთესო ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია როგორც გოლის გატანა, ისე საგოლე გადაცემების შესრულება. მაგრამ მას განზრახული აქვს „ნაპოლის“ დატოვება და საუკეთესო საერთაშორისო კლუბში თამაში სურს.

Opta-ს ცნობით, კვარაცხელიამ „ნაპოლის“ შემადგენლობაში 49 მატჩში 30 გოლში მიიღო მონაწილეობა - 17 გოლი და 13 საგოლე გადაცემა. 2004-2005 წლებიდან მოყოლებული მსგავსი შედეგი მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა დადო - დომენიკო ბერარდი, რომელსაც 42 მატჩში 31 საგოლე მოქმედება ჰქონდა და ალეშანდრე პატო - 45 მატჩში 30 საგოლე მოქმედება.

16 ტურის შემდეგ, „ნაპოლის“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 27 ქულა აქვს და მე-5 ადგილს იკავებს. ვალტერ მაცარის გუნდი მომდევნო შეხვედრას 19 დეკემბერს, კოპა იტალიაზე საკუთარ მოედანზე „ფროზინონეს“ წინააღმდეგ ჩაატარებს, სერია A-ში კი 23 დეკემბერს, სტუმრად „რომას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გააოცა თუ არა კვარამ სერია A-ს მცველები?“ | რა თქვა კიელინიმ ხვიჩაზე
„გააოცა თუ არა კვარამ სერია A-ს მცველები?“ | რა თქვა კიელინიმ ხვიჩაზე