ტონი კროოსი, იულიან ნაგელსმანი, გერმანიის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„მასთან სატელეფონო საუბარი მექნება“ - კროოსი ნაკრებში დაბრუნებას განიხილავს

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი, ტონი კროოსი გერმანიის ნაკრებში დაბრუნებას განიხილავს. ცნობილი გერმანული გამოცემა BILD-ის ჟურნალისტი, კრისტიან ფალკი წერს, რომ ვეტერან გერმანელს ევრო 2024-ზე თამაშის სურვილი აქვს და ნაკრებში დაბრუნებაზე სერიოზულად ფიქრობს.

2024 წლის ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში გაიმართება, რის გამოც კროოსს თავის სამშობლოში, ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდ საფეხბურთო ტურნირზე თამაში სურს.

ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში ტონი კროოსთან სატელეფონო ზარი ექნება.

რა თქვა ნაგელსმანმა:

ჩვენ უნდა გვახსოვდეს ყველა ფეხბურთელი, რომელსაც გერმანული პასპორტი აქვს. ვფიქრობ, ტონი კროოსი გამორჩეული ადამიანია, რომელიც ძალიან კარგად აზროვნებს. ის ფეხბურთში ბევრ საკითხზე თავის გულწრფელ აზრს გამოთქვამს. მასთან აზრების გაცვლა საინტერესო იქნება.

მას ცოტა წინ ვესაუბრე, მაგრამ კონკრეტულად ეროვნულ ნაკრებზე საუბარი არ გვქონია. ვიცი, რომ გერმანული პასპორტი აქვს და კიდევ შეუძლია საუკეთესო თამაშით დახმარება. თუ ასე ითამაშებს, აუცილებლად დავურეკავ. იქნება თუ არა მარტის თამაშებზე? ახლა არ ვიცი. ეს მის შედეგებზე იქნება დამოკიდებული, ასევე მის არჩევანზე და ბევრ სხვა საკითხზე.

შეგახსენებთ, რომ ტონი კროოსმა სანაკრებო კარიერა 2021 წელს, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაასრულა.

გერმანელმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში „რეალის“ მაისურით ყველა ტურნირზე 17 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Lequipe: მიქაუტაძე მეცში იჯარის წესით ბრუნდება
Lequipe: მიქაუტაძე მეცში იჯარის წესით ბრუნდება