„ყველაზე მეტი პრობლემის შექმნა შეუძლია“ - კატალონიური მედია ხვიჩაზე
ბარსელონასთან დაახლოებული კატალონიური სააგენტო, FC Barcelona Noticias-ი ჩემპიონთა ლიგაზე „ბლაუგრანასა“ და „ნაპოლის“ 1/8 ფინალურ დაპირისპირებაზე წერს და კონკრეტულად, „პარტენოპეის“ ძლიერ მხარეებს განიხილავს.
რა წერია სტატიაში:
იმის მიუხედავად, რომ „ნაპოლის“ შიდა ჩემპიონატში სტაბილური პერიოდი არ უდგას, მათ მაინც შეუძლიათ ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონას“ უბედურ მდგომარეობაში ჩაგდება. გუნდში არსებობს რამდენიმე ფუნდამენტური მოთამაშე, რომელსაც მატჩის გადაწყვეტა შეუძლიათ.
იქ არიან მოთამაშეები, რომელსაც „ბარსას“ წინააღმდეგ სხვაობის შექმნა შეუძლიათ. მაგრამ არსებობს სამი ფეხბურთელი, რომლებიც დანარჩენებთან შედარებით ერთი თავით მაღლა დგანან. პირველი, ვინც გვახსენდება ალბათ, ხვიჩა კვარაცხელიაა. მოთამაშე, რომელსაც ყველაზე მეტი პრობლემის შექმნა შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ ვერ გააკონტროლებ. ის გასულ სეზონში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ქართველი გარემარბი მეტოქის დაცვაში ქაოსს ქმნის და თუ „ბარსელონა“ მას სივრცეებს მისცემს, შეუძლია დაცვა ქიშმიშის მარცვლებად დაშალოს.
ის არ არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც „ბლაუგრანასთვის“ პრობლემების შექმნა შეუძლია. ვიქტორ ოსიმენი იდეალურად ერწყმის ქართველის თვისებებს და შეუძლია დიფერენციალური ფეხბურთელი იყოს, რომელიც თავის ზონაში მიღებულ შანსებს იდეალურად გამოიყენებს. ამ თამაშში შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ „ბარსელონა“ ამ ფეხბურთელებს ძალიან უნდა უფრთხილდეს.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ და „ბარსელონა“ ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩი 13 თებერვალს, დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე გაიმართება, საპასუხო შეხვედრა კი კატალონიაში 5 მარტს ჩატარდება.