პეპ გუარდიოლა, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი
Aa
Aa

„ახალი ტურნირების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ...“ - პეპი განახლებულ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ ბრიტანულ მედიასთან საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ახალ ფორმატზე ისაუბრა და თავისი მოსაზრება დააფიქსირა.

რა თქვა პეპმა:

ფიფამ ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც ყველა გუნდი ეთანხმება და მხარს უჭერს... ჩვენ შტატებში მოგვიწევს გაფრენა, იმედია ოჯახებთან ერთად და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატს იქ ჩავატარებთ. FIFA-მ გაფართოება და კიდევ უფრო მეტის შემოთავაზება გადაწყვიტა და ამასთან შეჩვევა მოგვიწევს.

მე არ ვარ ახალი ტურნირების წინააღმდეგი, მე მხოლოდ იმას ვეწინააღმდეგები, რომ სეზონებს შორის გამოჯანმრთელებისა და ძალების აღდგენის პერიოდი ფაქტობრივად არ არსებობს. ამაზე ყოველთვის ვწუწუნებ. ნორმალურია თამაში ყოველ სამ, ხუთ, ან შვიდ დღეში, მაგრამ როდესაც სეზონს დავასრულებთ, გარკვეული დრო გვჭირდება, სანამ ისევ ახლიდან დავიწყებთ მუშაობას.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ახალი ფორმატი ოფიციალურად დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც განახლებული ტურნირი პირველად 2025 წლის 15 ივნისიდან 13 ივლისამდე გაიმართება, გუნდების რაოდენობა კი 32-მდე იქნება გაზრდილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაცარი: მატჩამდე კვარა მთელი შუადღე ჩემთან იყო, ეს აქამდე არავისთვის მომიყოლია
მაცარი: მატჩამდე კვარა მთელი შუადღე ჩემთან იყო, ეს აქამდე არავისთვის მომიყოლია