ჩემპიონთა ლიგა, ხვიჩა კვარაცხელია, დავით ხოჭოლავა
Aa
Aa

ნაპოლის მეტოქე ცნობილია - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2023-24 წლების სეზონის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის'' მეტოქე კატალონიის „ბარსელონა'' იქნება, ხოლო დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენი'' პეპ გუარდიოლას „მანჩესტერ სიტის'' შეხვდება.

პორტუ - არსენალი

ნაპოლი - ბარსელონა

პსჟ - სოსიედადი

მილანის ინტერი - ატლეტიკო

პსვ - დორტმუნდი

ლაციო - ბაიერნი

ლაიფცგი - მადრიდის რეალი

კოპენჰაგენი - მანჩესტერ სიტი

პირველი მატჩები თებერვალში გაიმართება: 13/14/20/21. 

საპასუხო შეხვედრები მარტში შედგება: 5/6/12/13.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები