268-მატჩიანი სერია დასრულდა | სტეფ კარიმ შეხვედრა სამქულიანის გარეშე დაასრულა
„გოლდენ სტეიტ უორიორსმა“ ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა და დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი აუტსაიდერი, „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი“ სტუმრად დაამარცხა. „უორიორსს“ გასვლაზე 7-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა და „პორტლენდს“ 118:114 სძლია.
„გოლდენ სტეიტის“ ერთ-ერთ ლიდერს, სტეფ კარის ცუდი შეხვედრა ჰქონდა და აქტივში 7 ქულა, 2 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. კარიმ“ 12-დან 2 ბურთი ჩააგდო და მისი რვავე სამქულიანი არაზუსტი გახლდათ. სტეფს მინიმუმ ერთი სამიანი ზედიზედ 268 შეხვედრაში ჰქონდა ჩაგდებული, რაც NBA-ში სარეკორდო მაჩვენებელი იყო და მისი სერია „ტრეილ ბლეიზერსთან“ შეწყდა.
Warriors star Steph Curry has made a three in 268 straight games. We haven’t seen him not make one since December in 2018 ????
— ClutchPoints (@ClutchPoints) December 18, 2023
Until today against the Blazers.
Tonight, the greatest shooter of all time snapped the longest shooting streak of all time.
And now he must start over. pic.twitter.com/z3caujlVvu
კარის მატჩი 0 სამქულიანით 2018 წლის დეკემბრის შემდეგ არ დაუსრულებია, მაგრამ როგორც ჩანს, სტეფიც ადამიანია... მისი ცუდი თამაში კლეი ტომპსონისა და ენდრიუ უიგინსის ბრწყინვალე გამოსვლამ გადაფარა. კლეიმ 28 ქულა დააგროვა, უიგინსმა - 25.
ცნობისთვის, „გოლდენ სტეიტს“ 12 მოგება და 14 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-11 გახლავთ. „უორიორსი“ მომდევნო შეხვედრას 20 დეკემბერს, „ბოსტონ სელტიქსის“ წინააღმდეგ გამართავს.