გიორგი წიტაიშვილი, კიევის დინამო, ალექსანდრ ხაცკევიჩი
Aa
Aa

ლობანოვსკის ფილოსოფიაში არ ჯდება - ხაცკევიჩმა წიტაიშვილზე ისაუბრა

კიევის „დინამოს’’ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ხაცკევიჩმა Ukrinform-თან გიორგი წიტაიშვილზე ისაუბრა. მისი აზრით, ამ ეტაპზე ქართველი ფეხბურთელი კიევის „დინამოში’’ თამაშისთვის მზად არაა. ხაცკევიჩი ასევე აღნიშნავს, რომ ქართველი ფეხბურთელი გუნდის სათამაშო სქემას არ შეესაბამება.

ხაცკევიჩი: „ჩემთვის წიტაიშვილი არის მოთამაშე ძალიან მაღალი საფეხბურთო ინტელექტით, მაგრამ დღევანდელი „დინამო’’ ლობანოვსკის ფილოსოფიაზეა აშენებული - სწრაფი გადასვლით დაცვიდან შეტევაში. თუ ლუჩესკუს მწვრთნელობისას 4-2-3-1 სქემით ვთამაშობდით, ახლა შეტევისას 4-4-1 სქემას ვიყენებთ, დაცვისას კი - 4-4-2-ს.

დღეს წიტაიშვილი აღარაა უკრაინელი ფეხბურთელი, ქართველია, ლეგიონერია. დღესდღეობით, კიევის „დინამოს’’ ლეგიონერების დონე უფრო დაბალია ვიდრე იმ მოთამაშეების, ვინც ამჟამად ჩვენს გუნდში არიან’’.

ამჟამად, კიევის „დინამოს'' მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ შოვკოვსკია.

ხაცკევიჩმა გიორგი წიტაიშვილთან დაკავშირებით ანალოგიური შინაარსის კომენტარი სექტემბერშიც გააკეთა და აღნიშნა, რომ ქართველი ფეხბურთელი კიევის „დინამოს'' პირველი გუნდისთვის მზად არაა.

შეგახსენებთ, 2022-23 წლების სეზონი გიორგი წიტაიშვილმა იჯარით პოზნანის „ლეხში'' გაატარა, ზაფხულში კი ასევე იჯარით ბათუმის „დინამოში'' გადავიდა. კვლავ კიევის „დინამოს'' საკუთრებაა, თუმცა ამ მომენტისთვის აჭარულ კლუბთან საიჯარო ხელშეკრულება აკავშირებს.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გასული სეზონის მეორე ნახევარში წიტაიშვილმა 17 მატჩი ჩაატარა (4 შეცვლაზე), 4 გოლი გაიტანა (1 პენალტით) და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. ბათუმის „დინამოსთან'' ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები