ბრენდონ ინგრემი, სი ჯეი მაკკოლუმი, სანდრო მამუკელაშვილი, ვიქტორ ვემბანიამა
Aa
Aa

მამუკელაშვილის 8 წუთი და ჩატენვა | სან ანტონიო ისევ განადგურდა

სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსი“ მიმდინარე რეგულარულში 21-ედ დამარცხდა. გრეგ პოპოვიჩის ბიჭები „ლოს ანჯელეს ლეიკერსთან“ მოგებული მატჩის შემდეგ, „ნიუ ორლეან პელიკანსს“ დაუპირისპირდნენ და 110:146 განადგურდნენ.

„სან ანტონიომ“ მეორე ნახევარი საშინლად ჩაატარა და „პელიკანსს“ 85 ქულის ჩაგდების უფლება მისცა. ტექსასელებმა მესამე მეოთხედი 17 ქულით, ხოლო მეოთხე მეოთხედი 9 ქულით წააგეს და მორიგი მარცხი იწვნიეს.

„მამუმ“ პარკეტზე 7 წუთი და 57 წამი გაატარა და მის ანგარიშზე 2 ქულა და 2 შედეგიანი გადაცემაა. სანდრომ 1 ორქულიანი ჩააგდო, 3 სამიანი გააფუჭა და 1 დაკარგვა ჰქონდა.

„სან ანტონიოს“ რიგებში ყველაზე მეტი, 17 ქულა ვიქტორ ვემბანიამამ ჩააგდო. კელდონ ჯონსონმა და დევინ ვესელმა 13-13 ქულა დააგროვეს, ჯედი ოსმანმა კი მატჩი 14 ქულით დაასრულა. „პელიკანსს“ 29 ქულით სი ჯეი მაკკოლუმმა ულიდერა. ბრენდონ ინგრემს 26 ქულა ჰქონდა, იონას ვალანჩუნასს - 15.

ცნობისთვის, „სან ანტონიო“ დასავლეთ კონფერენციაში ბოლო გახლავთ და მომდევნო შეხვედრა 20 დეკემბერს, „მილუოკი ბაქსის“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარამ მოედანი განაწყენებულმა დატოვა, მიზეზი კი ყოველთვის ერთია“ - იტალიელი ჟურნალისტი
„კვარამ მოედანი განაწყენებულმა დატოვა, მიზეზი კი ყოველთვის ერთია“ - იტალიელი ჟურნალისტი