საქართველოს ჰოკეის ნაკრები
Aa
Aa

მე-3 ადგილი ჯგუფში - საქართველომ ტაილანდი 10:0 გაანადგურა

საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრებმა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების შესარჩევ წინასაკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლო შეხვედრა ტაილანდის ნაკრებთან გამართა და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით, 10:0 დაამარცხა.

ტაილანდის წინააღმდეგ ჩვენმა გუნდმა პირველი პერიოდი 3:0 მოიგო, მეორე პერიოდში 4:0 გაიმარჯვა, მესამე პერიოდში კი მეტოქეს კიდევ სამი უპასუხო შაიბა გაუტანა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან შაიბა არტიომ კურბატოვმა (2x), ვიტალი ძიოვმა (2x), ანდრეი რომანოვმა (2x), ნიკიტა ბუკიამ, ოლივერ ობოლგოგიანმა, ბორის კოჩკინმა, და სემიონ ხარიზოვმა გაიტანეს.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ვიტალი ძიოვი დასახელდა, ოლივერ ობოლგოგიანს კი ტურნირის საუკეთესო Fair Play-ს სტატუსის ჯილდო გადაეცა.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 1 გამარჯვება მოიპოვა, ორში კი დამარცხდა და ცხრილში მესამე ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები