ბოლონია, ჟოზე მოურინიო, რენატო სანჩესი
Aa
Aa

მოედანზე შეუშვა და 18 წუთში გაიყვანა | „სანჩესს ამის გამო ბოდიშს ვუხდი“

 

იტალიის სერია A-ს მე-16 ტურში, „რომა“ სტუმრად „ბოლონიას“ დაუპირისპირდა და 2:0 დამარცხდა. ჟოზე მოურინიოს გუნდის კარში ანგარიში 37-ე წუთზე მორომ გახსნა, 49-ე წუთზე კი კრისტენსენის ავტოგოლით ანგარიში 2:0 გახდა.

ამ შეხვედრაში მოურინიო ერთი უცნაური ქმედებით გამოირჩა. მეორე ტაიმის სტარტზე პორტუგალიელმა სპეციალისტმა მოედანზე სპინაძოლას ნაცვლად რენატო სანჩესი შეუშვა, 64-ე წუთზე კი პორტუგალიელი ნახევარმცველი ედოარდო ბოვეთი შეცვალა. შესაბამისად, სანჩესმა მოედანზე სულ რაღაც 18 წუთი გაატარა, რამაც ბუნებრივია პორტუგალიელი ფეხბურთელის უკმაყოფილება გამოიწვია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟოზე მოურინიომ რენატო სანჩესს ბოდიში მოუხადა და მარცხის მიზეზებზე ისაუბრა.

რა თქვა ჟოზემ:

მინდა, რენატო სანჩესს საჯაროდ ბოდიში მოვუხადო, ეს ფეხბურთელისთვის ძალიან რთული მომენტია, მაგრამ, ასევე რთულია მწვრთნელისთვისაც. ჩემს კარიერაში ასეთი რამ 3-4-ჯერ გავაკეთე და ადვილი ნამდვილად არ არის.

რაც შეეხება მარცხს, პაულო დიბალას გარეშე გუნდში კლასი არ არსებობს, ლუკაკუს გარეშე კი ფიზიკურობა. მოედანზე მყოფ ხალხს უკეთესის გაკეთება და მეტის გაცემა სურდა. ფიზიკურ დონეზე დიდი სირთულეები გვქონდა, მეტოქეს მოხერხებული და დიდი ინტენსივობის მქონე ფეხბურთელები ჰყავს, რომელსაც კარგი ძრავი აქვთ.

„ბოლონიასთან“ გამარჯვების შემთხვევაში, „რომა“ სატურნირო ცხრილში 28 ქულას დააგროვებდა, „ნაპოლის“ გადაუსწრებდა და მე-4 ადგილს დაიკავებდა, თუმცა, რომაელების ნაცვლად ახლა მე-4 პოზიციაზე 28 ქულით ბოლონიელები არიან, „ნაპოლი“ კი 27 ქულით მე-5 ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები