„კვარამ მოედანი განაწყენებულმა დატოვა, მიზეზი კი ყოველთვის ერთია“ - იტალიელი ჟურნალისტი
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, სალვატორე ბიაცომ Tele A-ს ეთერში „ნაპოლისა“ და „კალიარის“ მატჩზე ისაუბრა და განსაკუთრებით ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია. 78 წლის ბიაცო, რომელსაც იტალიაში ჟურნალისტთა დეკანსაც კი უწოდებენ, ამბობს, რომ ქართველმა ფეხბურთელმა მოედანი განაწყენებულმა დატოვა.
რას თქვა ბიაცომ:
ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანი იმედგაცრუებულმა დატოვა, ამის მიზეზი კი ისევ იგივე რჩება, როგორც ყოველთვის. ქართველი ცვლილებას არ გაუნაწყენებია, რომელიც 89-ე წუთზე მოხდა. მაცარი სრულიად კმაყოფილი იყო მისი თამაშით. მან გაიტანა გოლი და ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ კვარაცხელია საკუთარი თავისგან ყოველთვის ბევრს მოითხოვს.
ჩემი აზრით, კვარაცხელიას მსგავსი ფეხბურთელი ყოველთვის იმსახურებს დამატებით ნახევარ ქულას მოხსენებით ბარათებში. ხვიჩა არის ის ფეხბურთელი, რომელიც არასდროს ნებდება და მიღწეულით კმაყოფილი არასდროს არის. იცის, რომ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ცდილობს უფრო მაღალ საფეხურებს მიაღწიოს. ვფიქრობ, რომ კვარა „კალიარის“ წინააღმდეგ 7.5-ქულიან შეფასებას იმსახურებს, ისევე როგორც პოლიტანო და ოსიმენი.
შეგახსენებთ, რომ „კალიარისთან“ გამარჯვებით, „ნაპოლიმ“ სერია A-ში 27 ქულა დააგროვა და ამ დროისთვის მე-4 ადგილზე იმყოფება, უახლოეს მდევარ „რომას“ კი 2 ქულით უსწრებს. რომაელები მე-16 ტურის მატჩს დღეს გამართავენ და გამარჯვების შემთხვევაში, მე-4 ადგილზე გადაინაცვლებენ.
რაც შეეხება ხვიჩას კვარაცხელიას, ქართველმა ფეხბურთელმა „ნაპოლის“ მაისურით მიმდინარე სეზონში მე-5 გოლი გაიტანა და ასევე, მის ანგარიშზე 3 საგოლე გადაცემაცაა. ვალტერ მაცარის გუნდი მომდევნო შეხვედრას 19 დეკემბერს, „კოპა იტალიაზე“ გიორგი კვერნაძის „ფროზინონეს“ წინააღმდეგ გამართავს.