რუსი ადვილად დაამარცხა - ბოლქვაძის მე-19 ტიტული კარიერაში
ეგვიპტეში, შარმ-ელ-შეიხში, ქალთა საერთაშორისო ტურნირი მარიამ ბოლქვაძემ მოიგო. მან ფინალში რუსი ელენა პრიდანკინა დამაჯერებელად დაამარცხა - 6:2, 6:1.
რაც შეეხება ფინალამდე განვლილ გზას, ქართველმა ჩოგბურთელმა სანდრა სამირს, მარია ტკაჩევასა და ჩაგლა ბიუიკაკჩაის აჯობა. ნახევარფინალში ბოლქვაძემ რუსეთის სახელით მოასპარეზე ალექსანდრე შუბლაძეს სძლია. აღსანიშნავია რომ ამ ტურნირზე ბოლქვაძეს ერთი სეტიც არ დაუთმია.
ტურნირის საპრიზოდი ფონდი 25 000 აშშ დოლარი იყო.
ბოლქვაძემ კარიერაში ITF-ის მე-19 ტურნირი მოიგო (ერთეულთა თანრიგში 7 ტიტული), ამ ტურნირამდე ერთეულთა თანრიგში ბოლოს 2021 წელს გაიმარჯვა.