ხვიჩა კვარაცხელია, ვალტერ მაცარი
Aa
Aa

მაცარი: მატჩამდე კვარა მთელი შუადღე ჩემთან იყო, ეს აქამდე არავისთვის მომიყოლია

ვალტერ მაცარიმ „კალიარისთან“ შეხვედრის შემდეგ, ხვიჩას შესახებ სხვადასხვა ასპექტებში ისაუბრა.

მწვრთნელმა კვარას ხასიათს, პიროვნულ თვისებებს გაუსვა ხაზი და მატჩამდე მათ შორის არსებულ საუბარზე გვიამბო.

„კვარა ცოტათი მოღუშულია? გუნდში მწვრთნელის ცვლილება ასეთ რაღაცებს იწვევს ხოლმე. ამ დროს დაუცველობის განცდა გაქვს და ნერვიულობ. ეს აქამდე არავისთვის მომიყოლია. კალიარისთან მატჩამდე მთელი შუადღე ჩემთან იყო და ვსაუბრობდით. მას ავუხსენი, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ფეხბურთელისთვის სიმშვიდეს. გატანილმა გოლმა მენტალურად უფრო გააძლიერა და დაამშვიდა.

ამ ბიჭს უნდა ვენდოთ და მივყვეთ. გასულ სეზონში მან თავი ყველას გააცნო და ბუნებრივია, რომ ახლა მთელი ყურადღება მასზეა მიპყრობილი. ნორმალურია, როცა გოლები ვერ გაჰქონდა და მასზე კრიტიკა, ზეწოლა იყო. მე და ჩემი თანამშრომლები ვმუშაობდით, რომ მას თავი უფრო მშვიდად ეგრძნო. მან გაიტანა და ის თავის ბუნებრივ დონეს უბრუნდება. ხვიჩა განსაკუთრებული ბიჭია და დარწმუნებული ვარ, შარშანდელ ფორმას დაუბრუნდება.

კვარაცხელია არაჩვეულებრივი მოთამაშე და დიდებული ადამიანია, რომელიც პრობლემებს არასდროს შეგიქმნის“.

- აღნიშნა მაცარიმ.

კვარაცხელია VS კალიარი - ყველა მომენტი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა მორიგი რეკორდის თანაავტორია - სერია A-ში ეს მხოლოდ სამმა შეძლო
კვარა მორიგი რეკორდის თანაავტორია - სერია A-ში ეს მხოლოდ სამმა შეძლო