ბრაის მიტჩელი, ჯოშ ემეტი
Aa
Aa

სასტიკი ნოკაუტი - ემეტმა მიტჩელი პირველივე რაუნდში გათიშა

UFC 296-ზე მთავარი ბრძოლა ქვემსუბუქი წონით კატეგორიაში შედგა, სადაც ჯოშ ემეტმა ბრაის მიტჩელი პირველივე რაუნდში გათიშა.

ეს იყო წლის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი და ამავდროულად ერთ-ერთი საუკეთესო დარტყმა. აღსანიშნავია, რომ ამ დარტყმის მიღებიდან რამდენიმე წამში მიტჩელს კრუნჩხვები დაეწყო, თუმცა საბედნიეროდ ექიმმა მისი გონზე მოყვანა დროულად შეძლო.

ჯოშ ემეტისთვის ბრაის მიტჩელი ამ ქარდზე მეორე ვარიანტი იყო, რადგან თავდაპირველად მას ბრძოლა გიგა ჭიკაძესთან უნდა ჩაეტარებინა, თუმცა ქართველი ვარჯიშისას მიღებული ტრავმის გამო დაპირისპირებას ჩაეხსნა.

ამ გამარჯვების შემდეგ, 38 წლის ემეტი რეიტინგში მე-6 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილიას გადაუვლიან“ | პიმბლეტის პროგნოზი თოფურიასა და ვოლკის ჩხუბზე
„ილიას გადაუვლიან“ | პიმბლეტის პროგნოზი თოფურიასა და ვოლკის ჩხუბზე