ფეხბურთელმა გონება დაკარგა - პრემიერ ლიგაში თამაში გადაიდო
ინგლისის პრემიერ ლიგაში „ბორნმუთი'' - „ლუტონის'' მატჩი 65-ე წუთზე შეწყდა. 62-ე წუთზე „ლუტონის'' კაპიტანმა ტომ ლოკიერმა გონება დაკარგა, ფეხბურთელი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. მალევე, მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღეს, თამაში აღარ გაგრძელებულა.
ამ მომენტისთვის გაირკვა, რომ ფეხბურთელი კონტაქტურია. მოგვიანებით, „ლუტონმა'' განცხადება გააკეთა: „ვიმედოვნებთ, ჩვენი გუნდის ლიდერი კარგად იქნება. მისთვის ვლოცულობთ. საბედნიეროდ კონტაქტური იყო, როცა კლინიკაში გადაიყვანეს''.
ამ მატჩში ანგარიში მე-3 წუთზე ადებაიოამ გახსნა. 58-ე წუთზე „ბორნმუთის'' შემტევმა სოლანკემ ანგარიში გაათანაბრა. მოგვიანებით მატჩის გაგრძელების თარიღი გაირკვევა.