სუპერლიგა
Aa
Aa

სუპერლიგის მოლოდინში | 1-1 მილიარდი ევრო რეალსა და ბარსას

ევროპის სუპერლიგის შექმნაზე მუშაობა კვლავ გრძელდება. რამდენიმე კლუბი იმედს არ კარგავს და ამ ტურნირის ჩამოყალიბებას საჭიროდ მიიჩნევს. მათ შორის არიან მადრიდის „რეალი“ და „ბარსელონა“.

ესპანური Mundo Deportivo წერს, რომ ლა ლიგის ორი გიგანტი სუპერლიგის შექმნის შემთხვევაში ძალიან სოლიდურ თანხებს მიიღებს.

ინვესტორები ტურნირის შესაქმნელად 15 მილიარდი ევროს ინვესტიციის გაღებას გეგმავენ. „რეალი" და „ბარსელონა" პრემიებს მიიღებენ, როგორც კლუბები, რომელთა წყალობითაც პროექტი ძალაში დარჩა.

წყაროს ცნობით, ტურნირის ამოქმედების შემთხვევაში, „ბარსელონა“ მილიარდ ევროს მიიღებს. ეს დაუყოვნებლივ მოაგვარებს კლუბის ყველა ფინანსურ პრობლემას. იმავე თანხას მიიღებს მადრიდის „რეალიც“.

აღსანიშნავია, რომ „რეალს" „ბარსას“ მსგავსი ეკონომიკური სირთულეები აქვს - მიუხედავად იმისა, რომ ფართო საზოგადოებას ასეთი განცდა არ აქვს. ვარაუდობენ, რომ „სამეფო კლუბს“ ფინანსური ინექციები სჭირდება. თუ სუპერლიგა ვერ დაიწყება, ფლორენტინო პერესი კლუბის ეკონომიკის გასაუმჯობესებლად სხვა გზას იპოვის.

21 დეკემბერს ევროსასამართლო უეფასა და სუპერლიგის საქმის წარმოებაზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, რაც პროექტის ბედის გასაღები იქნება. სუპერლიგის მხარდამჭერები იმედოვნებენ, სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამი იქნება, რომ უეფას ტურნირებზე მონოპოლია არ აქვს. ამ შემთხვევაში მათ სუპერლიგის შექმნის უფლება ექნებათ.

უეფა და ევროპის საკლუბო ასოციაცია (ECA), პსჟ-ს პრეზიდენტის ნასერ ალ-ხელაიფის ხელმძღვანელობით, უკვე კლუბებს შორის ხელმოწერებს აგროვებენ. ისინი, ვინც ხელს მოაწერს, ადასტურებენ, რომ უარს ამბობენ სუპერლიგაში მონაწილეობაზე და უეფას ტურნირებში დარჩებიან.

აღნიშნულია, რომ სუპერლიგაში მონაწილეობას მიიღებენ თავდაპირველად კარგი ისტორიის მქონე ევროპული კლუბები, რომლებიც ამჟამად საუკეთესო მდგომარეობაში არ იმყოფებიან: მაგალითად, პსვ, „ფეიენოორდი“, პორტუგალიური კლუბები, „ცრვენა ზვეზდა“, „ანდერლეხტი“ და სხვა. მოსალოდნელია, რომ ახალი ტურნირის მეშვეობით ისინი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებენ.

ფლორენტინო პერესი სუპერლიგაში კლუბების მოზიდვაზე აქტიურად მუშაობს.

მადრიდის „რეალის" პრეზიდენტი უკვე 50-60 კლუბს დაუკავშირდა. ისინი განიხილავენ 2 ან 3 დივიზიონიანი ტურნირის შექმნას. მატჩები ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის და კონფერენს ლიგის დღეებში გაიმართება.

მოსალოდნელია, რომ მას შემდეგ რაც ევროპის იუსტიციის სასამართლო სუპერლიგის შესახებ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს (21 დეკემბერი), კლუბებმა უნდა აირჩიონ, დარჩებიან ევროპის ფეხბურთის ასოციაციების კავშირის საერთაშორისო სატურნირო სისტემაში თუ შეუერთდებიან ახალ პროექტს. მიმდინარე სეზონიდან ან მომდევნო სეზონიდან (2025/26).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სიმშვიდის ნაკლებობას განიცდის, თავისი თავის მხოლოდ შორეული ნათესავია“
„სიმშვიდის ნაკლებობას განიცდის, თავისი თავის მხოლოდ შორეული ნათესავია“