ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

ილიამ ქამრის წართმევა სცადა - face to face | თოფურია & ვოლკანოვსკი

გუშინ ღამით, ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის ბრძოლის წინა ეგრეთწოდებული Face to Face გაიმართა.

ორივე მებრძოლმა ტრადიციულად რამდენიმე ფრაზა გაცვალა, რის შემდეგაც თოფურიამ ვოლკანოვსკისთვის საჩემპიონო ქამრის წართმევა სცადა.

ამ კადრების ხილვის შემდეგ, მაყურებელს დიდი შოუს მოლოდინი კიდევ უფრო გაუმძაფრა.

ილია თოფურია ამ ამბავს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა:

„ცხრა კვირა ისტორიის შესაქმნელად“.

View this post on Instagram

A post shared by El Matador (@iliatopuria)

შეგახსენებთ, რომ „ელ მატადორისა“ და ალექსანდრ ვოლკანოვსკის საჩემპიონო ბრძოლა 2024 წლის 17 თებერვალს (თბილისის დროით, 18 თებერვალს), UFC 298-ზე გაიმართება. დენა უაითის ინფორმაციით, ღონისძიებას ანაჰაიმი უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შონ ომალის პროგნოზი: „არ მგონია, ილიამ ვოლკი დაამარცხოს“
შონ ომალის პროგნოზი: „არ მგონია, ილიამ ვოლკი დაამარცხოს“