ჩავი ერნანდესი
Aa
Aa

ჩავი: მესის შემდგომ ეპოქაში ეს რთულია, მაგრამ ჩვენ სტაბილურობა გვჭირდება

ჩავიმ ბოლო დროს მის მიმართ არსებულ კრიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დანებებას არ აპირებს.

„ერთი თვის წინ მითხარით, რომ ბარსელონას ალექს ფერგიუსონი ვარ. თქვენ მითხარით ამის შესახებ. ეს სიგიჟეა. ახლა კი ჩიხში ვარ. კლუბს სტაბილურობა სჭირდება. როდესაც სხვა კლუბებს ჩავარდნები აქვთ, შემდეგ ამას სტაბილურობა მოსდევს და ეს ჩვენც გვჭირდება.

ჩვენ გვაქვს გამარჯვებული პროექტი, ეს დადასტურდა. ჩვენ ვართ ესპანეთის მოქმედი ჩემპიონები და სუპერთასის გამარჯვებულები. ვიცით, რომ ფეხბურთს მოკლე მეხსიერება აქვს.

როცა ვამბობ, რომ პროექტი მშენებარეა, ვგულისხმობ, რომ გზაზე იქნება ხვრელები, საიდანაც ასვლა მოგვიწევს. მაგრამ თუ პირველი დარტყმის შემდეგ ღრმა დეპრესიაში ჩავვარდებით, პროექტი წინ ვერ წავა.

ვალენსიასთან ფრედ ვითამაშებთ, თუ წავაგებთ, პროექტს მაინც გავაგრძელებთ, ჩვენ სტაბილურობა გვჭირდება. ამის მიღწევა მესის შემდგომ ეპოქაში ძალიან რთულია.

მწვრთნელი ჩვეულებრივ ყველაზე მეტ კრიტიკას იღებს. მომწონს ლიდერობა, მიყვარს, როცა ფეხბურთელების წინაშე მაკრიტიკებენ, რომ მათ სიმშვიდე შეინარჩუნონ.

მთელი ცხოვრება ამას ვაკეთებ და გაჩერებას არ ვაპირებ. ვერავინ შემაჩერებს. ხალხი მეკითხება, მიფიქრია თუ არა წასვლაზე. პირიქით. მე უფრო ჩართული და დაინტერესებული ვარ. არ მინდა მარცხი, განსაკუთრებით ჩემი ცხოვრების კლუბში“,

- განაცხადა ჩავიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სიმშვიდის ნაკლებობას განიცდის, თავისი თავის მხოლოდ შორეული ნათესავია“
„სიმშვიდის ნაკლებობას განიცდის, თავისი თავის მხოლოდ შორეული ნათესავია“