ტონი ფერგიუსონი, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

„კეტჩუპიან სენდვიჩს დაგამსგავსებ“ | ფერგიუსონისა და პიმბლეტის პრესკონფერენცია

UFC-ის მომდევნო ღონისძიება UFC 296-ია, რომლის მთავარი მოვლენაც ლეონ ედვარდსისა და კოლბი კოვინგტონის დაპირისპირება გახლავთ. UFC 296-ზე ბევრ საინტერესო ჩხუბს ვიხილავთ და ერთ-ერთი მათგანი ტონი ფერგიუსონისა და პედი პიმბლეტის დაპირისპირებაა. მათ შორის, ბრძოლის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა და ერთმანეთს შეურაცხყოფა მიაყენეს.

ტონი ფერგიუსონი: „ეს ბრძოლა ჩემთვის პერსონალური არაა. უბრალოდ, ამ ბიჭს გაკვეთილი უნდა ჩავუტარო და შაბათს საღამოს მისი სახე კეტჩუპიან სენდვიჩს დაემსგავსება. უდიდესი ჯოჯოხეთი გამოვიარე და ჩემთვის ახალი ეპოქა იწყება, რის გამოც, ძალიან ამაყი ვარ. 15 წუთი არაფერი იქნება იმასთან შედარებით, რაც გამოვიარე. პიმბლეტს უკვე წაგებული აქვს და ამ ბრძოლისგან ვერაფერს მიიღებს. ოცნება განაგრძე! ისეთ ჭრილობებს მოგაყენებ, უამრავი ნაკერის დადება დაგჭირდება“.

პედი პიმბლეტი: „მოსამზადებელი კემპისას მთელი ყურადღება საკუთარ თავზე მქონდა გადატანილი და არა ტონიზე. ფერგიუსონი უცნაური სტილის მებრძოლია და ვნახოთ, რა მოხდება. უკვე წაგებული მაქვს? სულერთია რას იტყვი შე სოსისო. როცა შენი უსული სხეულის თავზე მაიკლ ჩენდლერივით ვიდგები, მივხვდები, ვინ ვარ“.

შეგახსენებთ, რომ ზედიზედ 6 ბრძოლა აქვს წაგებული და 2019 წლის შემდეგ არ მოუგია. პიმბლეტს რაც შეეხება, მის ანგარიშზე ზედიზედ 6 გამარჯვებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩიქოვანის ბრწყინვალე გოლი - საქართველოს დრამატული გამარჯვება თურქეთთან
ჩიქოვანის ბრწყინვალე გოლი - საქართველოს დრამატული გამარჯვება თურქეთთან