ილია თოფურია, შონ ომალი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

შონ ომალის პროგნოზი: „არ მგონია, ილიამ ვოლკი დაამარცხოს“

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მოქმედმა ჩემპიონმა, შონ ომალიმ ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და ილია თოფურიას ჩხუბზე მოკლედ ისაუბრა. „შუგამ“ პროგნოზი გააკეთა და „ვოლკის“ გამარჯვება ივარაუდა.

„მარლონ ვერასთან ბრძოლას ძალიან კარგ ფორმაში ვხვდები და ასეთი სწრაფი არასდროს ვყოფილვარ. ჩიტოს ნაწილებად დავშლი და იმედი მაქვს, ილია ვოლკანოვსკის დაამარცხებს, რათა მომდევნო ბრძოლა მასთან გავმართო. არ მგონია, თოფურიამ გაიმარჯვოს და ჩემპიონს მოუგოს, მაგრამ ვნახოთ“.

შეგახსენებთ, რომ „ელ მატადორისა“ და ალექსანდრ ვოლკანოვსკის საჩემპიონო ბრძოლა 2024 წლის 17 თებერვალს (თბილისის დროით, 18 თებერვალს), UFC 298-ზე გაიმართება. დენა უაითის ინფორმაციით, ღონისძიებას ანაჰაიმი უმასპინძლებს.

UFC 298-ზე კიდევ ერთ ქართულ ბრძოლას ვიხილავთ. შონ ომალის დივიზიონის წარმომადგენელი, მერაბ დვალიშვილი ორი წონითი დივიზიონის ყოფილ ჩემპიონს, ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ერთი მილის დაშორებითაც ჩანს, რომ ხვიჩა მნიშვნელოვან მატჩსა და გოლს ეძებს“
„ერთი მილის დაშორებითაც ჩანს, რომ ხვიჩა მნიშვნელოვან მატჩსა და გოლს ეძებს“