გიორგი ჩიტაური, საქართველოს 17-წლამდე ნაკრები, რეზი დანელია, ნიკოლოზ ჩიქოვანი
Aa
Aa

ჩიქოვანის ბრწყინვალე გოლი - საქართველოს დრამატული გამარჯვება თურქეთთან

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში თურქეთის 17-წლამდე ნაკრები 2:1 დაამარცხა. გიორგი ჩიტაურის გუნდმა პირველი ტაიმი დათმო, თუმცა მეორე ტაიმის დასკვნით 15 წუთში თამაში შემოატრიალა.

ანგარიში მე-10 წუთზე სტუმრებმა ემირჰან ალთუნდაჯის ლამაზი საჯარიმო დარტყმით გახსნეს.

75-ე წუთზე გიგი გლუნჩაძემ პენალტის ნიშნულიდან ანგარიში გაათანაბრა. პენალტი ნიკოლოზ ჩიქოვანმა მოიპოვა, მის წინააღმდეგ თამაშის წესი თურქეთის ნაკრების მეკარემ დაარღვია. 90-ე წუთზე საქართველოს ნაკრების შესანიშნავი კომბინაცია რეზი დანელიას საგოლე პასით განვითარდა და ნიკოლოზ ჩიქოვანის გოლით დასრულდა.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ამ შემადგენლობით ითამაშა: ტარტარაშვილი (დადეშქელიანი 65), გლუნჩაძე, ამისულაშვილი (კ), ჯეჯეია (დანელია 55), ვიბლიანი (ხარებაშვილი 55), ხოროიშვილი (ჩიქოვანი 65), გოგილაშვილი (წულაია 65), დიაკონიძე (გვასალია 88), რატიანი (ლაშხია 55), გვაზავა (ნიორაძე 55), მჟავანაძე

საქართველოსა და თურქეთის 17-წლამდე ნაკრებმა პირველი მატჩი 12 დეკემბერს გამართეს, შეხვედრა 1:1 დასრულდა, საქართველოს ნაკრების მხრიდან რეზი დანელიამ გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები