ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ჩელსი 3 ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავს - ოსიმენს უმიზნებენ

„ჩელსიმ“ შესაძლოა სატრანსფერო თანხის მოსაზიდად რამდენიმე ფეხბურთელი გაყიდოს.

ESPN-ის ცნობით, კლუბი მზადაა ნონი მადუაკეს, იან მატსენსა და ტრევორ ჩალობას შეელიოს. ეს ყველაფერი კი იანვარში სწორი ფეხბურთელების შესაძენად სჭირდებათ.

ლონდონელების მთავარი ამოცანა თავდამსხმელის შეძენაა. პრიორიტეტულ ვარიანტებს შორის არიან ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი) და აივენ ტაუნი (ბრენტფორდი). „ჩელსი“ ასევე თვალს ადევნებს „ფეიენოორდის“ ფეხბურთელ სანტიაგო ხიმენესს.

როგორც ცნობილია, ოსიმენი „ნაპოლისთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა. ნიგერიელის გამოსასყიდი ღირებულება 130 მილიონი ევრო გახდება.

თუ ცენტრალური თავდამსხმელი გაიფორმეს, შესაძლოა გუნდი არმანდო ბროიმაც დატოვოს.

„დორტმუნდის ბორუსია“ მატსენისთვის იბრძვის, მაგრამ უცნობია, მზად იქნება თუ არა მცველის შესაძენად ზამთარში. ჩალობა კი „კრისტალ პალასში“ კარიერის გაგრძელებით არის დაინტერესებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„350 მილიონიან შემტევებს გოლის გატანა არ შეუძლიათ, გუნდს 17 წლის ბავშვი ათრევს“
„350 მილიონიან შემტევებს გოლის გატანა არ შეუძლიათ, გუნდს 17 წლის ბავშვი ათრევს“