რიუ ავე, გიორგი ქარსელაძე
Aa
Aa

რიუ ავე ქარსელაძის კონკურენტს ყიდის - ქართველი მცველის კარგი შანსი

„რიუ ავეს’’ მარჯვენა მცველი კოშტინია სეზონის დასრულების შემდეგ პორტუგალიურ კლუბს დატოვებს და კარიერას პირეოსის „ოლიმპიაკოსში’’ გააგრძელებს. ინფორმაციას პორტუგალიური და ბერძნული მედია ავრცელებს.

„რიუ ავეში’’ კოშტინიას კონკურენტი 18 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქარსელაძეა, რომელიც გასულ სეზონში პირველ გუნდში დააწინაურეს, თუმცა კოშტინიას ფაქტორიდან გამომდინარე პირველი გუნდის მაისურით მხოლოდ ორ ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

შეგახსენებთ, ქარსელაძის დებიუტი „რიო ავეს’’ პირველ გუნდში გასული სეზონის ბოლოსწინა ტურში „პაკუშ ფერეირასთან’’ შედგა. ასევე, მან ბოლო ტურში „ფამალიშაოს“ წინააღმდეგ ითამაშა, ორივე შეხვედრაში მინდორზე მატჩის მიწურულს გამოჩნდა. მიმდინარე სეზონში ჯერ არ უთამაშია, თუმცა პირველ გუნდთან ერთად რეგულარულად ვარჯიშობს. მთავარი მწვრთნელი ლუიშ ფრეირე პირველი გუნდისთვის ამზადებს.

გასულ ზაფხულში 18 წლის ფეხბურთელმა „რიუ ავესთან“ პირველი პროფესიონალური კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა. გასულ ზაფხულში საქართველოს 19-წლამდე ნაკრებთან ერთად შეკრება გაიარა, თუმცა შემოდგომაზე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ვასილ მაისურაძეს აღარ გამოუძახებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები