თორნიკე შენგელია, მარკო ბელინელი
Aa
Aa

შენგელიას მაგარი მატჩი | ბასკონიამ ყოფილი კალათბურთელი ვერ გააჩერა

თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ ევროლიგის ეგიდით ზედიზედ მესამედ მოიგო. იტალიური კლუბი ქართველი კალათბურთელის ყოფილ გუნდს, „ბასკონიას“ სტუმრად დაუპირისპირდა და დამაჯერებლად იმარჯვა - 91:81.

„ვირტუს ბოლონიამ“ მატჩი კარგად დაიწყო და პირველი მეოთხედი 24:15 მოიგო. „ბასკონია“ მეორე პერიოდში ბრწყინვალე იყო და მეტოქეზე 10-ით მეტი ქულა ჩააგდო - 28:18, რის წყალობითაც, დიდ შესვენებაზე 1-ქულიანი უპირატესობით გავიდა. იტალიელებმა თამაშში გარდატეხა მეორე ტაიმში შეიტანეს და 49 ქულა ჩააგდეს, რაც გასამარჯვებლად საკმარისი აღმოჩნდა.

შენგელიამ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა და 16 ქულა, 6 მოხსნა (3 შეტევაში), 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. თორნიკეს სარგებლიანობის კოეფიციენტი 20 გახლდათ და მიუხედავად იმისა, რომ მარკო ბელინელიმ 27 ქულა დააგროვა, ამ სტატისტიკურ კატეგორიაში „თოკომოტივს“ უკეთესი შედეგი ჰქონდა. ქართველმა კალათბურთელმა 10-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.

ცნობისთვის, „ვირტუს ბოლონიას“ ევროლიგის ეგიდით 14 მატჩიდან მოგებული 10 აქვს. ქართველი კალათბურთელის გუნდი მე-3 გახლავთ და მომდევნო შეხვედრა იტალიის ჩემპიონატში, „ვენეციას“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გოგამ ორლანდო კონფერენციაში საუკეთესო გუნდად აქცია, აპლოდისმენტებს იმსახურებს“
„გოგამ ორლანდო კონფერენციაში საუკეთესო გუნდად აქცია, აპლოდისმენტებს იმსახურებს“