გოგა ბითაძე, ორლანდო მეჯიქი
Aa
Aa

„გოგამ ორლანდო კონფერენციაში საუკეთესო გუნდად აქცია, აპლოდისმენტებს იმსახურებს“

გოგა ბითაძის კარგი თამაშის შესახებ ამერიკული პრესა აქტიურად წერს. ამჯერად, ქართველი ცენტრის სტაბილურ პროგრესს შეეხო ორლანდოში ადგილობრივი გავლენიანი გამოცემა Orlando Magic Daily.

„როდესაც ვენდელ კარტერ ჯუნიორმა ხელი მოიტეხა, ცენტრის პოზიციაზე ორლანდოში სიღრმე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, თუმცა გოგა ბითაძის ძლიერი თამაშის წყალობით გუნდმა ეს გამოცდა დიდებულად ჩააბარა. ქართველის თამაშის წყალობით, მისი მოხსნებითა და დაფარებებით ორლანდომ ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო დაცვითი თამაში აჩვენა და მისი იდენტობა შეინარჩუნა.

მას შემდეგ, რაც გოგა სასტარტოს ცენტრია, მან დივიდენდები არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მთელს გუნდს მოუტანა.

ამის შემდეგ, გოგა სასტარტო ხუთეულის წევრად იქცა. ის საშუალოდ 23.9 წუთს თამაშობს და მისი საშუალო სტატისტიკა 8.1 ქულა, 6.8 მოხსნაა. ამ დროის განმავლობაში ორლნადოს მოგება-წაგებათა ბალანსი 13-5-ზეა. ბითაძის ანგარიშზე კი საერთო მოხსნების 31.8% არის. საკუთარ ფარზე ქართველი უფრო დომინირებს - 44.6%.

მოხსნებზე კარგი თამაშის შედეგად, გოგას შანსები შეტევაშიც ეძლევა და გასაკვირი არ არის, რომ მისი ქულების 77% ფარქვეშ არის. ასევე სასიამოვნო სიახლე იყო მისი პასები, რომელსაც ლიგაში არ ელოდნენ.

ბითაძე შეტევაში ცოტა შეზღუდულია, თუმცა მას პერიმეტრზე ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. თუმცა ის გაცილებით კარგი პასის გამკეთებელია, ვიდრე მას აფასებენ.

ფართან გოგა ისეთი პროცენტით აგდებს ბურთს, რომ მისი მარტო დატოვება უკვე დიდი საფრთხეა. ეს ყველაფერი კი პაოლო ბანკეროსა და ფრანც ვაგნერისთვის დიდი შვებაა.

კარტერის (ძირითადი ცენტრი) დროსაც კი, არ ყოფილა საქმე ასე კარგად. ის ფარს კარგად იცავს, მაგრამ მასთან ერთად გუნდს ამდენი ბლოკი არ აქვს. ორლანდო შარშან დაფარებებით ლიგაში მე-15 იყო, ახლა კი გოგასთან ერთად მოწინავე რიგებშია. გუნდურად ბლოკების საშუალო რაოდენობა ამჟამად 5.6-მდეა გაზრდილი.

საშუალოდ თამაშში გოგა 1.7 ბლოკს სრულებს. საშუალოდ 5 მატჩში კი 4 ბლოკი აქვს.

ბითაძე კარგად იცავს სამწამიან ზონასაც. ის სროლების მხოლოდ 51.8%-ს ატარებს. ის რეგულარულად მოთამაშეთაგან მხოლოდ ვენდელ კარტერს ჩამორჩება (39.4%). გოგას მთლიანად გუნდის ბლოკების ნახევარზე მეტი აქვს შესრულებული. ინდიანადან მოყოლებული ეს ბლოკების მხრივ მისი საუკეთესო მაჩვენებელია.

კარტერის დაბრუნების შემდეგ, მას სათამაშო დრო შესაძლოა შეუმცირდეს, თუმცა სეზონის პირველ თვენახევარში ბითაძის თამაში აპლოდისმენტებს იმსახურებს, რადგან ორლანდოსთვის NBA-ში კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება და დაცვაში კარგი თამაში მნიშვნელოვანი იყო. გოგას მოხსნებიც საკმარისად კარგი იყო, რომ მას და მის გუნდელებს შეტევებში შანსები მიეღოთ. ქართველის როლი და გავლენა დიდი იყო იმაში, რომ ამ დროის განმავლობაში ორლანდო აღმოსავლეთ კონფერენციის საუკეთესო გუნდად იქცა“.

- წერს Orlando Magic Daily-ი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ძალიან მჭირდებოდა“ | მამუკელაშვილი G ლიგაში გამართულ მატჩზე
„ეს ძალიან მჭირდებოდა“ | მამუკელაშვილი G ლიგაში გამართულ მატჩზე