ჯანლუიჯი ბუფონი, რობერტო ბაჯო, პაოლო მალდინი
Aa
Aa

ყველა დროის საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელი | FourFourTwo-ს რეიტინგში პირველი ბაჯოა

ცნობილმა ბრიტანულმა ჟურნალმა, Four Four Two-მ ყველა დროის საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელები დაასახელა. Four Four Two-ს რეიტინგში პირველი ადგილი რობერტო ბაჯოს უკავია. მეორე პოზიციას „მილანის“ ლეგენდა, პაოლო მალდინი იკავებს, ხოლო მესამე ჯანლუიჯი ბუფონი გახლავთ.

Four Four Two-მ მეოთხე ადგილი 1930-იანი წლების იტალიური ფეხბურთის ლეგენდას, ჯუზეპე მეაცას მიაკუთვნა, მეხუთე პოზიციაზე კი ჯანი რივერა გაიყვანა. მეექვსე ადგილი ფრანჩესკო ტოტის უკავია, მეშვიდე ფრანკო ბარეზი გახლავთ, მერვე - ანდრეა პირლო, მეცხრე - დინო ძოფი, მეათე - ალესანდრო დელ პიერო.

მე-11 ადგილი 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორს, გაეტანო შირეას უკავია. მე-12 ჯაკინტო ფაკეტი გახლავთ. მე-13 პოზიციაზე ლუიჯი რივაა, მე-14 სილვიო პიოლა გახლავთ, მე-15 ადგილს კი პაოლო როსი იკავებს.

16) ფაბიო კანავარო, 17) სანდრო მაცოლა, 18) ჯუზეპე ბერგომი, 19) კლაუდიო ჯენტილე, 20) ალესანდრო ნესტა, 21) მარკო ტარდელი, 22) ბრუნო კონტი, 23) ანტონიო კაბრინი, 24) კრისტიან ვიერი, 25) ჯორჯო კიელინი, 26) ვალენტინო მაცოლა, 27) ჯანფრანკო ძოლა, 28) ჯენარო გატუზო, 29) ალესანდრო კოსტაკურტა, 30) დანიელე დე როსი, 31) ჯანლუკა ვიალი, 32) ჯამპიერო ბონიპერტი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მანჩესტერ იუნაიტედი ტენ ჰაგის გაშვებას განიხილავს - მისი სავარაუდო შემცვლელი ცნობილია
მანჩესტერ იუნაიტედი ტენ ჰაგის გაშვებას განიხილავს - მისი სავარაუდო შემცვლელი ცნობილია