ილია თოფურია, ბრაის მიტჩელი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

ვოლკანოვსკი თუ თოფურია? | როგორია ბრაის მიტჩელის პროგნოზი

ილია თოფურიას ყოფილმა მეტოქემ, ბრაის მიტჩელმა „ელ მატადორისა“ და ალექსანდრ ვოლკანოვსკის სატიტულო ბრძოლაზე ისაუბრა. ამერიკელმა მებრძოლმა „ვოლკის“ გამარჯვება ივარაუდა და განაცხადა, რომ მოქმედი ჩემპიონი მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგებს.

„როგორ წარიმართება ბრძოლა? ვოლკანოვსკი ოქტაგონზე გავა და ილიას ძლიერ დარტყმებს მიაყენებს, მაგრამ დაცვის წყალობით, თოფურია ბრძოლაში დარჩება და სწრაფ კონტრშეტევებს განახორციელებს. ვფიქრობ, ალექსი მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგებს და არ მგონია, თოფურია დააფინიშოს, თუმცა, არაა გამორიცხული, ვცდებოდე.

ვოლკანოვსკი გრეპლინგში ძლიერი რომ იყოს და პარტერში მეტოქისთვის ტკივილის მიყენება შეეძლოს, ვიტყოდი, რომ არსებობს აშკარა გზა, რომლის გამოყენებითაც, მოგება შეუძლია. თუმცა, ეს ასე არაა და ილიას დაფინიშება ძალიან გაუჭირდება, რადგან თოფურია ენერგიას ანაწილებს და კარგი დაცვა აქვს. ასე რომ, მგონია, ვოლკი ქულებით მოიგებს“.

შეგახსენებთ, რომ ბრაის მიტჩელი მომდევნო ბრძოლას ჯოშ ემეტის წინააღმდეგ გამართავს, რომელსაც გიგა ჭიკაძესთან ეჩხუბა, მაგრამ „ნინძამ“ ტრავმა მიიღო და ოქტაგონზე გასვლაზე უარის თქმა მოუწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მანჩესტერ იუნაიტედი ტენ ჰაგის გაშვებას განიხილავს - მისი სავარაუდო შემცვლელი ცნობილია
მანჩესტერ იუნაიტედი ტენ ჰაგის გაშვებას განიხილავს - მისი სავარაუდო შემცვლელი ცნობილია