მანჩესტერ იუნაიტედი ტენ ჰაგის გაშვებას განიხილავს - მისი სავარაუდო შემცვლელი ცნობილია
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ შესაძლოა ერიკ ტენ ჰაგი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლოს. ცნობილი გამოცემა TalkSport-ის მტკიცებით, „წითელი ეშმაკები“ ნიდერლანდელი სპეციალისტის გაშვებაზე სერიოზულად ფიქრობენ.
მიზეზი კლუბის ბოლოდროინდელი არადამაკმაყოფილებელი შედეგებია, რომლის მიხედვითაც „მანჩესტერ იუნაიტედი“ თითქმის ყველა პრესტიჟული ტურნირისთვის ბრძოლას გამოეთიშა. პირველ რიგში, საუბარია ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც გუნდი ისტორიაში მეორედ ბოლო, მე-4 ადგილზე გავიდა და „ევროპა ლიგაზეც“ ვერ კვალიფიცირდა, შემდეგ კი პრემიერ ლიგაზე, რომელშიც „იუნაიტედი“ 16 ტურის შემდეგ 27 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფება და ლიდერ „ლივერპულს“ 10 ქულით ჩამორჩება.
ამავე სააგენტოს ინფორმაციით, „წითელი ეშმაკის“ ხელმძღვანელებს ერიკ ტენ ჰაგის შემცვლელიც შერჩეული ჰყავთ. თუ კლუბი ნიდერლანდელის გაშვების გადაწყვეტილებას მიიღებს, მის მაგივრად პოსტზე „ბრაიტონისა“ და „ჩელსის“ ყოფილ მწვრთნელს, გრემ პოტერს მოიყვანს.