ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი, ჰენრი სეხუდო, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„ეს ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მოვლენაა“ - მერაბი თოფურიასთან ერთად ჩხუბზე

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი გამთენიისას The MMA Hour-ის სტუმარი იყო და გადაცემაში ჰენრი სეხუდოსთან ბრძოლასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

რა თქვა „მანქანამ“:

მივიღებ თუ არა სატიტულო ბრძოლას ამ ჩხუბის შემდეგ? ჩემს გონებაში, სატიტულო ბრძოლისთვის მზად ვარ, მაგრამ ეს არის, რაც არის. მესმის, რომ ეს ბიზნესია და ზოგჯერ ასეთებიც ხდება. წინ მივდივარ, ახალ ჰენრი სეხუდოს ვეჩხუბები, ომალი კი მეექვსე ნომერს შეხვდება. მაგრამ არა უშავს, მესმის ყველაფრის.

მქონდა თუ არა საუბარი სატიტულო ბრძოლაზე? არა, მათ ასეთი რამ არ უთქვამთ, მაგრამ სატიტულო ბრძოლისთვის მზად ვიქნები, რადგან სწორედ ამის გაკეთება მინდა, აღარაფერი დამრჩა, ბრძოლებს ვიგებ და მიზანი სატიტულო ბრძოლის გამართვა და გამარჯვებაა. ყველამ იცის, რომ 9-ბრძოლიანი მოგებების სერია მაქვს და ორი ყოფილი ჩემპიონი დავამარცხე, ახლა კი ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ მებრძოლს, ჰენრი სეხუდოს ვეჩხუბები, რომელიც ოლიმპიური და ორი დივიზიონის ჩემპიონია. თუ მას დავამარცხებ, არ მესმის, რატომ არ უნდა მომცენ სატიტულო ბრძოლა. რატომღაც, ახლა დარწმუნებული ვარ, რომ თუ მას მოვუგებ, ამ ბრძოლას მივიღებ.

სეხუდოსთან ბრძოლის მიღებით მაინც კმაყოფილი ვარ. მის მიმართ დიდი პატივისცემა მაქვს. მინდა, დაკავებული ვიყო და არ ველოდო დიდი ხნით, თუ როდის ჩამენიშნება ბრძოლა. მინდა ჩემი საქმე გავაგრძელო და დიდებულ ბიჭებს ვეჩხუბო.

ვფიქრობ, რომ მსაჯების გადაწყვეტილებით გამარჯვებაც საკმარისი იქნება, მაგრამ ამისკენ არ ვიყურები. დომინანტობა მინდა და მისი დაფინიშება მინდა. მაგრამ, ეს ისეთი ბრძოლაა, რომ პროგნოზს წინასწარ ვერ გააკეთებ. როგორც არ უნდა გავიმარჯვო, ნებისმიერით კმაყოფილი ვიქნები.

კონტრაქტი გუშინ გადმომიგზავნეს, მაგრამ ხელი ჯერ არ მომიწერია. მინდა, რომ ხუთრაუნდიანი ბრძოლა ვთხოვო, რადგან კონტრაქტში სამი რაუნდი წერია. ხუთი რაუნდი მინდა, რადგან არასდროს ვიღლები და ვფიქრობ, დასკვნით რაუნდებში ისეთი ძლიერი ვიქნები, როგორც არასდროს. რას ფიქრობს ჰენრი ამაზე? მგონია, რომ არ უნდა. სამი რაუნდში უპირატესობა მაქვს ექნება, ხუთ რაუნდში კი მე.

ორი ქართველი ერთ ქარდზე? ეს ისტორიული მომენტია. ილია თოფურია პირველი ქართველია, რომელიც ტიტულისთვის იბრძოლებს. როდესაც ეს ამბავი გავიგე, ძალიან გამიხარდა. ის ჩემი ძმაა და მისით მთელი ქვეყანა ამაყობს, მე კი უფრო მეტად, რადგან ვიცი, როგორ მძიმედ და თავდაუზოგავად შრომობს, ვარჯიშობს და ემზადება. მან ეს დაიმსახურა. ალექსი ძალიან მიყვარს, ის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მებრძოლია, მაგრამ ილია ჩემი ძმაა და რა თქმა უნდა, მის გვერდით ვარ. მჯერა, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვება შეუძლია.

გადავა, თუ არა ალჯო ქვე-მსუბუქ წონაში? ალჯო ამას აქტიურად განიხილავს და ვფიქრობ, რომ ამ წონაში გადავა. მართალია, ის ჯერ კიდევ ინარჩუნებს წონას სუპერმსუბუქში, მაგრამ ზედა წონაში უფრო კომფორტულად იქნება, ნაკლები სტრესითა და მეტი ძალით. ამბობდა, რომ ბოლო პერიოდში წონის დაკლება რთული იყო. ვფიქრობ, რომ ეს მისთვის კარგი იქნება, ცდის და მჯერა, რომ ქვემსუბუქ წონას თავს იდეალურად გაართმევს.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს ორთაბრძოლა 2024 წლის 17 თებერვალს, UFC 298-ზე გაიმართება. საგულისხმოა, რომ ამავე ქარდზე ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლას ილია თოფურია გამართავს, რომლის მეტოქეც ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თოფურია: „ვოლკანოვსკის შანსი არ აქვს, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ჩხუბი მექნება“
თოფურია: „ვოლკანოვსკის შანსი არ აქვს, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ჩხუბი მექნება“