დონეცკის შახტარი, ირაკლი აზაროვი, გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

გოჩოლეიშვილის 90 წუთი - შახტარი პორტუსთან დამარცხდა და ევროპა ლიგაზე გადავიდა

ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ტურში დონეცკის „შახტარმა“ „პორტუსთან“ სტუმრად ითამაშა და 3:5 დამარცხდა.

უკრაინელებს ხელს მხოლოდ გამარჯვება აძლევდათ, თუმცა გახსნილ თამაშში პორტუგალიელებს ვერ აჯობეს.

რაც შეეხებათ ქართველ ლეგიონერებს, გიორგი გოჩოლეიშვილი სასტარტოში იყო და შეხვედრა სრულად ჩაატარა. ირაკლი აზაროვი კი თადარიგში დარჩა.

გოჩოლეიშვილს კარგი და ცუდი მომენტებიც ჰქონდა, ისევე როგორც მთელს გუნდს. მაგალითად, პირველი გოლისას თამაშგარეში ჩარჩა და „პორტუმ“ ანგარიში ასე გახსნა. შემდეგ გიორგის გატანაც შეეძლო, თუმცა მეკარეს ვერ აჯობა.

საბოლოოდ, გოჩოლეიშვილმა Sofascore-ის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შეფასება 5.7 მიიღო.

საბოლოო ჯამში „შახტარმა“ იბრძოლა, თუმცა „პორტუმ“ სრულიად დამსახურებულად მოიგო და მერვედფინალში გავიდა. დონეცკელები კი ასპარეზობას ევროპა ლიგაზე გააგრძელებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“კვარაცხელიას ზრდა ფუნდამენტურია“ - მაცარი ბრაგასთან მატჩის შემდეგ
“კვარაცხელიას ზრდა ფუნდამენტურია“ - მაცარი ბრაგასთან მატჩის შემდეგ