ლუის რუბიალესი, ჯენი ჰერმოსო
Aa
Aa

რუბიალესი: ჰერმოსოსთან კოცნაში სექსუალური არაფერი იყო, მან ეს იცის და იტყუება

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ლუის რუბიალესმა ჯენიფერ ჰერმოსოსთან მომხდარი ინციდენტი (საჯარო კოცნა) გაიხსენა და ის ტყუილში დაადანაშაულა.

„კოცნა სპონტანური იყო, მასში არაფერი იყო სექსუალური, ეს იყო შეთანხმებული.

ეს უბრალოდ კოცნაა, როგორც ჩემს ქალიშვილს ან ლატარიის ბილეთების გამყიდველს ვაკოცე იმ დღეს, როცა ლატარიაში მოვიგე, ჩვენს შორის ნდობა იყო.

არის ვერსია, რომელიც შეესაბამება რეალობას და ის, რომელიც არ შეესაბამება. სიმართლეს ვამბობ. მეგობრული კოცნა იყო, არ ვაძალებდი. ჯენი ჰერმოსომ იცის, რომ იტყუება.

ზოგიერთმა ადამიანმა სრულიად ცრუ ამბავი შექმნა, რომლებმაც ისარგებლეს ამით და გარკვეული ადამიანები ფედერაციიდან გამოუშვეს. მაგალითად, როგორიცაა ხორხე ვილდა და მე“,

- განაცხადა რუბიალესმა.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ, რუბიალესმა დაჯილდოების ცერემონიისას ჰერმოსოს აკოცა, რის შემდეგაც მეორე დღიდანვე სკანდალი აგორდა. საბოლოოდ, მას პოსტის დატოვება მოუხდა.

 ოქტომბერში ფიფას სადისციპლინო კომისიამ მას 3 წლით ფეხბურთთან დაკავშირებული ყველა საქმიანობა 3 წლით აუკრძალა. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ესპანეთის სპორტის ადმინისტრაციულმა სასამართლომაც (TAD).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჟირონასთან მარცხის შემდეგ რა დროს დასვენებაა?“ - ჩავის და ლაპორტას უთანხმოება
„ჟირონასთან მარცხის შემდეგ რა დროს დასვენებაა?“ - ჩავის და ლაპორტას უთანხმოება