პეპ გუარდიოლა, ლუჩანო სპალეტი, სიმონე ინძაგი, ფიფა
Aa
Aa

FIFA THE BEST: წლის მწვრთნელის ჯილდოზე 3 ფინალისტი ცნობილია

ფიფამ 2023 წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოზე სამი ფინალისტი ნომინანტი გამოაქვეყნა.

საუკეთესო ჯილდოს საბოლოო სიაში მოხვდნენ პეპ გუარდიოლა (მანჩესტერ სიტი), სიმონე ინძაგი (ინტერი) და ლუჩიანო სპალეტი (ნაპოლი/იტალიის ნაკრები).

სამეულში ვერ მოხვდნენ ენჯ პოსტეკოღლუ (სელტიკი/ტოტენჰემი) და ჩავი (ბარსელონა).

2022/23 წლების სეზონში გვარდიოლამ „მანჩესტერ სიტისთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა, პრემიერ ლიგა და ინგლისის თასი მოიგო.

ინძაგიმ „ინტერთან“ ერთად იტალიის თასი მოიგო და გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.

სპალეტიმ „ნაპოლისთან“ ერთად სერია A მოიგო, იტალიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს და გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალამდე მიიყვანა, რაც ნეაპოლელთა ისტორიაში პირველად მოხდა.

აქვე გეტყვით, რომ გამარჯვებული 15 იანვარს დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჟირონასთან მარცხის შემდეგ რა დროს დასვენებაა?“ - ჩავის და ლაპორტას უთანხმოება
„ჟირონასთან მარცხის შემდეგ რა დროს დასვენებაა?“ - ჩავის და ლაპორტას უთანხმოება