ჯოვინო ფლამარიონი, ვალანსიენი
Aa
Aa

ჯოვინო ფლამარიონი ფრანგულ ვალანსიენს შეუერთდა

ბათუმის „დინამოს“ ყოფილი თავდამსხმელი ჯოვინო ფლამარიონი კარიერას საფრანგეთის ლიგა 2-ის კლუბ „ვალანსიენში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ფრანგულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

ბრაზილიელი ფეხბურთელი „ვალანსიენს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა. ჯოვინო ახალ კლუბში 96-ნომრიან მაისურს მოირგებს.

ჯოვინო ფლამარიონი ბათუმის „დინამოს“ 2017 წელს შეუერთდა 2023 წლის სეზონის ბოლომდე, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგასა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში ჩატარებულ 184 მატჩში 85 გოლი გაიტანა და 24 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები